მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება" - ირაკლი კობახიძე
"2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება" - ირაკლი კობახიძე

"2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება" - ირაკლი კობახიძე

BM.GE17 ივლისი, 2026, 03:50|bm.ge

"სერიოზული ინვესტიციები ხორციელდება დაკავშირებადობის მიმართულებით. ჩვენი გეგმის თანახმად, 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დაკავშირებადობის მიმართულებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

„ჩვენი გეგმის თანახმად, 2031 წლისთვის პრაქტიკულად ყველა ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უკვე აშენებული იქნება, ერთი კონკრეტული მონაკვეთის გარდა. გარდა ამისა, აქტიურად გრძელდება რკინიგზის მოდერნიზაცია, რკინიგზის რესურსების გაძლიერება. ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს და აქაც აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. აეროპორტების ინფრასტრუქტურა ვითარდება — ეს ეხება სამივე საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც ფუნქციონირებს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, რაც ხორციელდება ინფრასტრუქტურაში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

ამასთან ერთად ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობებს შესაბამის ქვეყნებთან, ეს არის ჩვენი რეგიონის ქვეყნები, ჩვენი მეზობელი ქვეყნები. გვაქვს არაჩვეულებრივი ურთიერთობები ჩვენს სამ მეზობელ ქვეყანასთან, ეს არის აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ამ ყველაფერს აქვს საკვანძო როლი სწორედ დაკავშირებადობის, სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მთავრობა აქტიურად მუშაობს შუა აზიის ქვეყნებთან ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე.

„მე მქონდა მარტო ბოლო დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში სამი ვიზიტი შუა აზიის სამ ქვეყანაში და ორი პრეზიდენტი ეწვია საქართველოს იმავე პერიოდში. ხუთივე ქვეყანასთან შუა აზიაში ჩვენ მაქსიმალურად ვაღრმავებთ ურთიერთობებს. პოტენციალი ძალიან დიდია და მთავარია, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • გივი მიქანაძე: მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთიმედი
  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
  • როგორ ხსნის კობახიძე მდინარაძის გადადგომასნეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ უკრაინა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება, გისურვებთ მშვიდობას, სიმტკიცესა და კეთილდღეობასრუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

როგორი იყო აგვისტოს თვე კავკასიის რეგიონისთვის?

როგორი იყო აგვისტოს თვე კავკასიის რეგიონისთვის?

BM.GE

Air China-ის ზარალი 2026 წლის პირველ ნახევარში $341 მილიონამდე გაიზარდა - Reuters

Air China-ის ზარალი 2026 წლის პირველ ნახევარში $341 მილიონამდე გაიზარდა - Reuters

BM.GE

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

BM.GE

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

BM.GE