მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season
ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

ჯუთაში გზის პრობლემა რომ არ იყოს, უფრო მეტს შევძლებდით - Fifth Season

BM.GE31 აგვისტო, 2026, 03:18|bm.ge

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯუთაში მდებარე სასტუმრო “მეხუთე სეზონის“ (Fifth Season) დამფუძნებელი მთავარ გამოწვევად მოუწესრიგებელ გზას ასახელებს.

როგორც გელა არაბული BM.GE-სთან ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ჯუთამდე მისასვლელ საავტომობილო გზა პრობლემურია, ინტერესი მზარდია და აქტიურად მასპინძლობენ როგორც ლაშქრობისთვის ერთი დღით ასულ გამვლელ ვიზიტორებს, ისე უცხოელ ტურისტებს.

საქმე ისაა, რომ სოფლამდე მისასვლელ გზას, სადაც პერიოდულად მეწყრული პროცესები აქტიურდება, სრულყოფილი რეაბილიტაცია ჯერჯერობით არ ჩატარებია. აღსანიშნავია, რომ 20 აგვისტოს აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის სამუშაოებზე 80 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოების შესრულების ვადა დაწყებიდან 2 წელია.

"ჩვენი მთავარი პრობლემა არის გზა. ახლა ჩვენ თვითონ ვახერხებთ ყველაფერს, რომ გავაკეთოთ და გავიტანოთ თავი, შევქმნათ ისეთი სივრცე და ადგილები, რომელიც ქვეყნისთვის ერთ-ერთი სავიზიტოა. უგზოობის მიუხედავად მაინც ამდენს ვახერხებთ და ჩვენ რომ წესიერი გზა გქონდეს, უფრო მეტს შევძლებდით.

ყოველდღიურად საკმაოდ ბევრი ხალხი დადის. რა თქმა უნდა, ამინდი თუ ხელს უწყობს. გამვლელმა ტურისტებმა საკმაო იმატა ბოლო წლების განმავლობაში, რომლებიც ადიან ზევით სანახავად, ბილიკზე სასეირნოდ და შემდეგ ბრუნდებიან უკან.

ჯავშნები ნორმალურადაა, დატვირთვა დაახლოებით 80%-იანია. დამეწყრილი გზის გამო, ადგილობრივი მოგზაურები უფრო სხვა რეგიონებისკენ ეშურებიან. ჩვენ ძირითადად უცხოელი მომხმარებლები გვყავს, 90%-ზე მეტი. წინა წლებში და გაზაფხულზეც აზიიდან გვყავდა სტუმრები, ახლა ცოტა ევროპამაც მოიმატა.

გზის გამო ცოტა უჭირს ხალხს მოსვლა, მაგრამ არ ვუჩივით. ხუთი თვეა ჩვენთან სეზონი - მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე. წლიდან წლამდე ინტერესი მატულობს და ჩვენი ინფრასტრუქტურაც უფრო იზრდება და ვფართოვდებით",- აცხადებს სასტუმრო “მეხუთე სეზონის" დამფუძნებელი.

"მეხუთე სეზონი“, რომელიც 2015 წლიდან ფუნქციონირებს, ვიზიტორებს 15 ნომერს, კაფე-ბარს და ეზოში მოწყობილ დასასვენებელ სივრცეს სთავაზობს. გელა არაბულის თქმით, მალე სტუმრებს ახალი კვების ობიექტი დახვდებათ, რომელიც ძირითადად გამვლელი ტურისტებისთვის იქნება განკუთვნილი. ასევე, სრულდება წყლის გასართობი სივრცის (აუზი, საუნა და ა.შ.) მოწყობაც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

ევროპის რომელ ქალაქებშია ბინები ყველაზე ძვირი?|რეიტინგი

BM.GE

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფ. საყდართან დროებითი ხიდი მოეწყო და მოძრაობა აღდგა - გზების დეპარტამენტი

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფ. საყდართან დროებითი ხიდი მოეწყო და მოძრაობა აღდგა - გზების დეპარტამენტი

BM.GE

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

ეკონომიკური კალენდარი – რას უნდა ველოდოთ მომავალ კვირას?

BM.GE

რა მოხდა მსოფლიოში აგვისტოს თვის განმავლობაში? - მთავარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები

რა მოხდა მსოფლიოში აგვისტოს თვის განმავლობაში? - მთავარი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები

BM.GE