
24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი
24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
10:30 საათზე - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართება.
11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის ბრალდებულის, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსს (2026 წლის II კვარტალი)
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკას (2026 წლის II კვარტალი)
11:00 საათზე - საქსტატი გამოაქვეყნებს საგარეო ვაჭრობის (ექსპორტ-იმპორტის) მონაცემებს საქართველოს რეგიონების მიხედვით საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტული კლასიფიკაციის (SITC Rev. 4) 4-ნიშნა პოზიციების დონეზე (2026 წლის II კვარტალი, წინასწარი).
BM.GE
წყარო: bm.ge