მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამხრეთ კორეასთან ვაჭრობა რეკორდულად გაიზარდა | რა შემოგვაქვს/გაგვაქვს ამ ქვეყანაში?
სამხრეთ კორეასთან ვაჭრობა რეკორდულად გაიზარდა | რა შემოგვაქვს/გაგვაქვს ამ ქვეყანაში?

სამხრეთ კორეასთან ვაჭრობა რეკორდულად გაიზარდა | რა შემოგვაქვს/გაგვაქვს ამ ქვეყანაში?

BM.GE23 აგვისტო, 2026, 22:18|bm.ge

სამხრეთ კორეასთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რეკორდულად - 25%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 7 თვეში ამ ქვეყანასთან ვაჭრობამ 81 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, გასულ წელს კი ეს რიცხვი - 65 მლნ აშშ დოლარი იყო.

ვაჭრობის ზრდა კორეიდან იმპორტის ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ქვეყანაში 80 მლნ აშშ დოლარის საქონელი შემოვიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 64 მლნ აშშ დოლარის. წელსაც მთავარი საიმპორტო საქონელი ტრადიციულად ავტომობილები იყო, რომლის იმპორტიც კორეიდან წელს გაორმაგდა.

TOP-5 საიმპორტო საქონელი კორეიდან (იანვარ-ივლისი, 2026)

• მსუბუქი ავტომობილები - 41,8 მლნ აშშ დოლარი • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 11,1 მლნ აშშ დოლარი • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 5,6 მლნ აშშ დოლარი • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 4,7 მლნ აშშ დოლარი • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 4,3 მლნ აშშ დოლარი

ექსპორტი კორეაში მცირეა. საქსტატის მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ექსპორტმა მიმდინარე წლის 7 თვეში 1,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს, 1,6 მლნ აშშ დოლარი იყო.

TOP-5 საექსპორტო საქონელი კორეაში (იანვარ-ივლისი, 2026)

• ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 1,1 მლნ აშშ დოლარი • სამარჯვები ორთოპედიული, სხეულის ხელოვნური ნაწილები - 172 500 აშშ დოლარი • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 144 400 აშშ დოლარი • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 129 400 აშშ დოლარი • ტრაქტორების, მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილების ნაწილები და მოწყობილობები - 74 400 აშშ დოლარი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობამ მდინარეების სააუზო მართვის გეგმების შემუშავების პროცედურა დაამტკიცა | რას მოიცავს?

მთავრობამ მდინარეების სააუზო მართვის გეგმების შემუშავების პროცედურა დაამტკიცა | რას მოიცავს?

BM.GE

სასაზღვრო პუნქტებთან მდებარე ავტოსადგომებს დამატებითი ვალდებულება დაეკისრათ

სასაზღვრო პუნქტებთან მდებარე ავტოსადგომებს დამატებითი ვალდებულება დაეკისრათ

BM.GE

სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?

სამინისტრო 17 000 პირველკურსელისთვის რუსთავსა და ქუთაისში ღონისძიებას გამართავს - რამდენი დაიხარჯება და რა იგეგმება?

BM.GE

ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი

ნადირობის სეზონის გახსნიდან ერთ დღეში 73 დარღვევა გამოვავლინეთ, ამოღებულია 45 ე.წ. მანოკი - ზედამხედველობის დეპარტამენტი

BM.GE