
26 ივნისს, პარლამენტში ირაკლი კობახიძე წლიური ანგარიშით წარდგება
BM.GE|bm.ge
26 ივნისს, პარლამენტში ირაკლი კობახიძე წლიური ანგარიშით წარდგება - ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირა პარლამენტის საგაზაფხულო ბოლო სასესიო კვირა იყო და პლენარული სხდომები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს ჩატარდება.
კანონმდებლები, 23 ივნისს სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენენ. 24 ივნისს გენერალური პროკურორის ანგარიშს, ხოლო 25 ივნისს გენერალური აუდიტორის ანგარიშს მოისმენენ. პარასკევს, 26 ივნისს პლენარულ სხდომაზე მთავრობის წლიურ ანგარიშს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე წარადგენს.
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge