მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიგრაციის დეპარტამენტს აქვს დავალება, მინიმუმ 4 000 არალეგალი გააძევოს ქვეყნიდან - ალექსანდრე დარახველიძე
მიგრაციის დეპარტამენტს აქვს დავალება, მინიმუმ 4 000 არალეგალი გააძევოს ქვეყნიდან - ალექსანდრე დარახველიძე

მიგრაციის დეპარტამენტს აქვს დავალება, მინიმუმ 4 000 არალეგალი გააძევოს ქვეყნიდან - ალექსანდრე დარახველიძე

BM.GE22 ივნისი, 2026, 14:30|bm.ge

მიმდინარე წლის ბოლომდე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს მიღებული აქვს კონკრეტული დავალება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნიდან მინიმუმ 4 000 არალეგალურად მყოფი უცხოელი უნდა გააძევოს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„წლის ბოლომდე მიგრაციის დეპარტამენტს მიღებული აქვს დავალება, რომ მინიმუმ 4000 უცხოელი არალეგალი უნდა გააძევოს ქვეყნიდან. ეს ყველაფერი შეძლებული გახდა იმ საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, რაც თქვენს მხრიდან იქნა მხარდაჭერილი“.

მისი თქმით, მიგრაციული კონტროლის გამკაცრება და გაძევების მაჩვენებლების ზრდა პირდაპირ უკავშირდება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებსაც პარლამენტმა მანამდე დაუჭირა მხარი და რამაც თავშესაფრის პროცედურებით ბოროტად სარგებლობის პრაქტიკა შეზღუდა.

დარახველიძემ დეპუტატებს დეპარტამენტის მუშაობის კონკრეტული სტატისტიკაც გააცნო. უწყების ინფორმაციით, გასულ წელს ქვეყნიდან 1 311 პირი იქნა გაძევებული, რაც თითქმის აღემატებოდა წინა წლების საერთო ჯამურ რაოდენობას. მიმდინარე წელს კი ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდა და ამ დროისთვის უკანონოდ მყოფ უცხოელთა გაძევების მაჩვენებელმა უკვე 1 900-ს გადააჭარბა.

„ვფიქრობთ, რომ [ცვლილებები] ყველა იმ მიმართულებას, სადაც კი შეიძლება არსებობდეს ხარვეზი საკანონმდებლო კუთხით, მაქსიმალურად აღმოფხვრის და ქვეყანას ექნება გამართული, ეფექტური მიგრაციული პოლიტიკა. ეს, ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებასა და ტურისტული სექტორის სათანადოდ გაძლიერებას, მაგრამ, მეორეს მხრივ, ის საშუალებები, სადაც კი არსებობდა მექანიზმები ბოროტად გამოყენების და ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით დარჩენის, ამ შემთხვევაში სრულად იქნება აღმოფხვრილი“.

რა ძირითადი ცვლილებები შედის კანონში 1-ელი ივლისიდან?

• უცხოელ სტუდენტს ქვეყანაში ყოფნის ვადა შეუწყდება სტატუსის შეჩერებიდან 45 დღის გასვლის შემდეგ, სასწავლო წლის კრედიტების მესამედზე ნაკლების დაგროვების, ან 12 თვის განმავლობაში ქვეყნიდან 183 დღით ან მეტი ხნით გასვლის შემთხვევაში. ამასთან, არასრულწლოვან სტუდენტებზე სასწავლო ბინადრობის ნაცვლად ახალი D6 ვიზა გაიცემა, ხოლო უნებართვო მუშაობა გაძევების საფუძველი გახდება. შსს-ს განმარტებით, აღნიშნული პრაქტიკა ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება. • საქართველოს მოქალაქის უცხოელ მეუღლეზე ბინადრობის ნებართვა თავდაპირველად მხოლოდ 1 წლით გაიცემა და მისი მაქსიმალური ვადა 5 წლამდე იქნება. მუდმივ ბინადრობას უცხოელი მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ მიიღებს. იქმნება შსს-ს, სუს-ისა და სერვისების განვითარების სააგენტოს ერთობლივი კომისია, რომელიც გასაუბრებებით, საცხოვრებლის დათვალიერებითა და გამოკითხვით შეამოწმებს ქორწინების ნამდვილობას. თანამშრომლობაზე უარი წარმოების შეწყვეტის საფუძველი გახდება. • სხვადასხვა სერვისის მისაღებად (სამედიცინოს გარდა) უცხოელებს დასჭირდებათ კანონიერად ყოფნის ცნობა, რომლის ღირებულებაც 50 ლარი იქნება. გარდა ამისა, სააგენტოს გადაწყვეტილებები მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება 10 დღის ვადაში და მისი ვერდიქტი საბოლოო იქნება. სარჩელის შეტანა უცხოელის გაძევების პროცედურას ვერ შეაჩერებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

FED-ის ყოფილი ხელმძღვანელი ალან გრინსპენი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

FED-ის ყოფილი ხელმძღვანელი ალან გრინსპენი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

BM.GE

Google-მა საქართველოში Street View ოფიციალურად წარადგინა

Google-მა საქართველოში Street View ოფიციალურად წარადგინა

BM.GE

22 ივნისის ძლიერი სეტყვის შემდეგ, "ალდაგში" 1200-ზე მეტი განაცხადი შევიდა

22 ივნისის ძლიერი სეტყვის შემდეგ, "ალდაგში" 1200-ზე მეტი განაცხადი შევიდა

BM.GE

Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო - City A.M.

Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო - City A.M.

BM.GE