მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 29-31 აგვისტოს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება
29-31 აგვისტოს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

29-31 აგვისტოს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

BM.GE29 აგვისტო, 2026, 19:35|bm.ge

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)",- აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ 27 აგვისტოს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დასახლებაში, მეწყრული, ღვარცოფული, წყალმოვარდნითი და ეროზიული პროცესების გააქტიურება და ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია. სტიქიის შედეგად მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა საავტომობილო გზები, ხიდები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი. დაიტბორა მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებითა და ჰიდროლოგებით დაკომპლექტებული საველე ჯგუფები, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, ადგილზე, უწყვეტ რეჟიმში, შექმნილ ვითარებას აფასებენ.

სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კიევის ოლქზე რუსეთის იერიშს 37 ადამიანი ემსხვერპლა

კიევის ოლქზე რუსეთის იერიშს 37 ადამიანი ემსხვერპლა

BM.GE

17 წლის ქართველი ფეხბურთელი ანდრია ბართიშვილი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს

17 წლის ქართველი ფეხბურთელი ანდრია ბართიშვილი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს

BM.GE

ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე რეფერენდუმი მიმდინარეობს

BM.GE

სოფელ  ქვენატკოცასა და აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს - სამინისტრო

სოფელ  ქვენატკოცასა და აბანოში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს - სამინისტრო

BM.GE