
4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე - საბანკო სექტორის 5 თვის შედეგები
საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის იანვარ-მაისში 1.54 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის 5 თვის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.
მოგება წლიურ ჭრილში 272 მილიონი ლარით, ანუ 21%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე.
ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 819 მილიონი ლარის მოგება "საქართველოს ბანკს" აქვს, რაც წლიურად 25%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 562 მილიონი ლარით (+16% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას უკვე "ბაზისბანკი" იკავებს 62 მილიონი ლარით (+53%), ხოლო "ლიბერთი ბანკის" მოგება კი წლიურ ჭრილში 19%-ით, 42 მილიონ ლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან - პეისერა ბანკი; ჰეშბანკი; სილქ ბანკი და ვითიბი ბანკი საქართველო. ყველაზე დიდი - 26 მილიონი ლარის ზარალი 2026 წლის იანვარ-მაისში სწორედ ვითიბი ბანკს ჰქონდა.
# ბანკი 2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში მიღებული მოგება ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 1 საქართველოს ბანკი 819 მილიონი ლარი; 25% 2 თი–ბი–სი ბანკი 562 მილიონი ლარი; 16% 3 ბაზის ბანკი 62 მილიონი ლარი; 53% 4 ლიბერთი ბანკი 42 მილიონი ლარი; -19% 5 კრედო ბანკი 29 მილიონი ლარი; -9% 6 პროკრედიტ ბანკი 15 მილიონი ლარი; 21% 7 ტერა ბანკი 13 მილიონი ლარი; 14% 8 ქართუ ბანკი 12 მილიონი ლარი; -33% 9 ხალიკ ბანკი 10 მილიონი ლარი; 45% 10 მიკრობანკი კრისტალი 7.1 მილიონი ლარი; 13% 11 იშ ბანკ 6.2 მილიონი ლარი; 3% 12 პეივბანკი 4.5 მილიონი ლარი; ბანკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 0.1 მლნ ლარის ზარალზე იყო 13 პაშაბანკი 2.9 მილიონი ლარი; 2343% 14 ზირაათ ბანკი 2.5 მილიონი ლარი; 16% 15 მიკრობანკი ემბისი 1.6 მილიონი ლარი; 59% 16 პეისერა -1.0 მილიონი ლარი; ბანკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 0.4 მლნ ლარის ზარალზე იყო 17 ჰეშბანკი -4.9 მილიონი ლარი; ბანკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 3.7 მლნ ლარის ზარალზე იყო 18 სილქ ბანკი -11 მილიონი ლარი; ბანკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 8.9 მლნ ლარის ზარალზე იყო 19 ვი–თი–ბი ბანკი -26 მილიონი ლარი. ბანკი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 43 მლნ ლარის ზარალზე იყო