
4 ბანკი ზარალზეა, 15 კი მოგებაზე | საბანკო სექტორის 6 თვის შედეგები
საქართველოში მოქმედი ბანკების მოგება 2026 წლის პირველ ნახევარში 1.89 მილიარდ ლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ ბანკების მიერ ეროვნულ ბანკისთვის წარდგენილი 2026 წლის 6 თვის ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა.
მოგება წლიურ ჭრილში 320 მილიონი ლარით, ანუ 21%-ით არის გაზრდილი. ამასთან, 19 ბანკიდან 15 მოგებაზეა, 4 კი ზარალზე.
ბანკებიდან ყველაზე მაღალი - 967 მილიონი ლარის მოგება "საქართველოს ბანკს" აქვს, რაც წლიურად 23%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 684 მილიონი ლარით (+15% წინა წელთან შედარებით), მესამე პოზიციას უკვე "ბაზისბანკი" იკავებს 74 მილიონი ლარით (+44%), ხოლო "ლიბერთი ბანკის" მოგება კი წლიურ ჭრილში 14%-ით, 53 მილიონ ლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის არიან - პეისერა ბანკი; ჰეშბანკი; სილქ ბანკი და ვითიბი ბანკი საქართველო. ყველაზე დიდი - 15 მილიონი ლარის ზარალი 2026 წლის იანვარ-მაისში სწორედ ვითიბი ბანკს ჰქონდა.
# ბანკი მოგება 2026 წლის პირველ ნახევარში - მლნ ლარი ზრდა/კლება პროცენტულად 1 საქართველოს ბანკი 967 მილიონი ლარი; 23% 2 თი–ბი–სი ბანკი 684 მილიონი ლარი; 15% 3 ბაზის ბანკი 74 მილიონი ლარი; 44% 4 ლიბერთი ბანკი 53 მილიონი ლარი; -14% 5 კრედო ბანკი 44 მილიონი ლარი; 7% 6 პროკრედიტ ბანკი 18.0 მილიონი ლარი; 18% 7 ქართუ ბანკი 16.3 მილიონი ლარი; -16% 8 ტერა ბანკი 15.3 მილიონი ლარი; 8% 9 ხალიკ ბანკი 12.2 მილიონი ლარი; 48% 10 მიკრობანკი კრისტალი 8.7 მილიონი ლარი; 10% 11 იშ ბანკ 7.4 მილიონი ლარი; 2% 12 პეივბანკი 5.6 მილიონი ლარი; 4899% 13 პაშაბანკი 4.0 მილიონი ლარი; 825% 14 ზირაათ ბანკი 3.7 მილიონი ლარი; 26% 15 მიკრობანკი ემბისი 1.8 მილიონი ლარი; -65% 16 პეისერა -1.2 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 0.6 მლნ ლარის ზარალზე იყო 17 ჰეშბანკი -6.2 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 5.6 მლნ ლარის ზარალზე იყო 18 სილქ ბანკი -13.8 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 11.2 მლნ ლარის ზარალზე იყო 19 ვი–თი–ბი ბანკი -15.0 მილიონი ლარი; წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკი 43 მლნ ლარის ზარალზე იყო