
4 თვეში სომხეთთან იმპორტ-ექსპორტი $308 მლნ-მდე გაიზარდა - რას ვყიდულობთ სომხეთიდან?
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველო-სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 36%-ით 308 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამ პერიოდში გაზრდილია როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი.
ამგვარად სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია და 4 თვის ჭრილში მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 3.8%-იანი წილით მეშვიდე ადგილს იკავებს. სომხეთთან სავაჭრო სალდო დადებითია, რაც იმას ნიშნავს, რომ ექსპორტი იმპორტს აღემატება. თუმცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აპრილში სომხეთიდან იმპორტი უფრო გაიზარდა ვიდრე ექსპორტი.
წელს, საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან სომხეთში 114 მლნ დოლარამდე ღირებულების საქონელი შეიძინა. იმპორტის დიდი ნაწილი დამმუშავებელ მრეწველობის პროდუქტებზე მოდის, თუმცა უმსხვილეს საქონელში ვხდებით მოჭრილ ყვავილებსა და კოკრებს, რომლის იმპორტიც რუსეთმა სხვა აგროპროდუქტებთან ერთად აკრძალა. უნდა აღნიშნოს, რომ მიმდინარე წლის 4 თვეში აგროპროდუქტების იმპორტი სომხეთიდან არც ისე დიდია. საინტერესო იქნება, რა გავლენას იქონიებს რუსული ემბარგო სომხური აგროპროდუქტის იმპორტზე საქართველოში, რადგან მეზობელი სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების პროდუქტების გასაღების ალტერნატიულ ბაზრებს ეძებს.
რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სომხეთიდან იმპორტირებულ TOP-10 პროდუქტს:
• სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $64.2 მლნ, 24 551 ტონა; • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $13.4 მლნ, 1 192 ტონა; • მინის ბოცები და ბოთლები - $6.6 მლნ, 13 729 ტონა; • მსუბუქი ავტომობილები - $4.5 მლნ, 37 ერთეული; • ელექტროენერგია - $4 მლნ; • შოკოლადი და კაკაოს სხვა მზა პროდუქტი - $1.9 მლნ, 307 ტონა; • მოჭრილი ყვავილები და კოკრები - $1.8 მლნ, 370 ტონა; • სიგარები და სიგარილები - $1.5 მლნ, 118 ტონა; • ახალი ან გამხმარი ყურძენი - $1.2 მლნ, 1 357 ტონა; • პლასტმასის ნაწარმის საქონლის ტრანსპორტირებისთვის - $1.1 მლნ, 670 ტონა;
პროდუქტის ჩამონათვალში ვხდებით დამზადებულ ან დაკონსერვებულ გაუყინავ ბოსტნეულს და ნაყოფებსა და მცენარის სხვა ნაწილებს, საწებლის მოსამზადებელ პროდუქტებს, ახალ ან შეყინულ ბოსტნეულს, გაყინულ თევზს და სხვა თუმცა მცირე მოცულობებით.