მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 4 თვეში სტალინის მუზეუმს 30 783 ვიზიტორი ეწვია - როგორია ტენდენცია?
4 თვეში სტალინის მუზეუმს 30 783 ვიზიტორი ეწვია - როგორია ტენდენცია?

4 თვეში სტალინის მუზეუმს 30 783 ვიზიტორი ეწვია - როგორია ტენდენცია?

BM.GE9 მაისი, 2026, 21:34|bm.ge

2026 წლის პირველ ოთხ თვეში გორში მდებარე სტალინის სახელმწიფო მუზეუმს ჯამში 30,783 ვიზიტორი ეწვია, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მცირე ზრდაა - გასულ წელს ამავე პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობა 30,531-ს შეადგენდა.

როგორც მუზეუმის მიერ BMG-სთვის მოწოდებული მონაცემებიდან ირკვევა, ვიზიტორთა უმრავლესობა კვლავ უცხოელია – 29,036 ადამიანი. იანვარ-აპრილში მუზეუმს 1,102 საქართველოს მოქალაქე ეწვია, ხოლო მოსწავლეების რაოდენობამ 645 შეადგინა.

წლიური მაჩვენებლის შემთხვევაში, მუზეუმის ინფორმაციით, გასულ წელს ჯამურად 171,192 ვიზიტორი დაფიქსირდა. მათივე თქმით, ვიზიტორებს შორის განსაკუთრებით მაღალი იყო ტურისტების წილი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი და ირანი.

სტატისტიკა მიუთითებს, რომ მუზეუმში ვიზიტორთა ნაკადი სტაბილურია და მცირე, თუმცა პოზიტიურ ზრდას ინარჩუნებს, რაც ძირითადად უცხოელი ტურისტების მაღალი აქტივობით არის განპირობებული.

რაც შეეხება დაფინანსებას, მუზეუმში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს კულტურის სამინისტროდან 65,000 ლარია გამოყოფილი. მათი განმარტებით, აღნიშნული თანხა კომუნალური ხარჯებისა და სამეურნეო ინვენტარის შეძენას ხმარდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • ლევან მაჭავარიანი დარჩიაშვილს: თქვენ ხართ პირადად ხელმომწერი მოღალატეობრივი რეზოლუციის, რომელიც წაგებული ომიდან ორ თვეში გააფორმეთ და ომის დაწყება ჩვენ სამხედროებს დააბრალეთ - ეს რატომ გააკეთეთ? ანუ ეს თქვენ მართლა ჩაიდინეთ და აღიარეთ?რუსთავი 2
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE