
ლევან მაჭავარიანი დარჩიაშვილს: თქვენ ხართ პირადად ხელმომწერი მოღალატეობრივი რეზოლუციის, რომელიც წაგებული ომიდან ორ თვეში გააფორმეთ და ომის დაწყება ჩვენ სამხედროებს დააბრალეთ - ეს რატომ გააკეთეთ? ანუ ეს თქვენ მართლა ჩაიდინეთ და აღიარეთ? | Rustavi2
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" პოლიტოლოგ დავით დარჩიაშვილს მიმართა და "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩადენილი დანაშაულები შეახსენა.
ამასთან, მაჭავარიანმა დარჩიაშვილს ის რეზოლუცია გაახსენა, როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს, ომის შემდეგ ხელი მოაწერა, რომელიც ქართველ სამხედროებს ომის დანაშაულს აბრალებდა. დარჩიაშვილი კი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების წარმომადგენელი, აღნიშნული რეზოლუციის ერთ-ერთი ხელმომწერი იყო.
ამ კონტექსტში, ლევან მაჭავარიანმა დარჩიაშვილს ჰკითხა - ეს რატომ გააკეთა:
"როდესაც თქვენ საუბრობთ უპასუხისმგებლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ ციხეში წამება და ადამიანების ქუჩაში ხოცვა თქვენი პროპაგანდა არისო, რამდენი ახალგაზრდა ჰყავს თქვენ ხელისუფლებას, "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას" ქუჩაში დახოცილი და ციხეებში რაც ხდებოდა, ეს სანამ კადრები გამოვიდოდა ისედაც მთელმა საქართველომ იცოდა და თქვენ ამას უწოდებთ, რომ ეს არის პროპაგანდა.
მაგრამ არ ვიცი თქვენ როგორ შეგიძლიათ ასე მარტივად ამ საკითხებზე ისაუბროთ. თქვენ ხართ პირადად ხელმომწერი იმ მოღალატეობრივი რეზოლუციის, არ მოვერიდები, უკაცრავად საზოგადოებასთან, რომელიც წაგებული ომიდან ორ თვეში გააფორმეთ "ნაციონალურმა მოძრაობამ", სადაც ომის დაწყებაც თქვენ დააბრალეთ ჩვენ სამხედროებს, ომის დანაშაულების ჩადენაც თქვენ დააბრალეთ და თურმე რუსეთის მხრიდან ყოფილა საპასუხო რეაქცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით.
"2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით".
ამის შემდეგ იყო მუხლი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან იყო საპასუხო რეაქცია და ამის შემდეგ არის მე-11 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენმა სამხედროებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული. ახლა მე მაქვს ერთი ასეთი შეკითხვა, რომელზეც ასევე "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას", რა თქმა უნდა პასუხი აქვს, აგერ მხოლოდ ეს ღალატი არის ყველაფრისთვის საკმარისი. ეს რატომ გააკეთეთ? ანუ ეს თქვენ მართლა ჩაიდინეთ და აღიარეთ? თუ თქვენ ეს არ ჩაგიდენიათ და დაიბრალეთ? ორში ერთია, სხვა თეორიული პასუხი ამ ყველაფერს ვერ ექნება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
რუსთავი 2
წყარო: rustavi2.ge