მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 43 900 ლარი ბიუჯეტიდან: ვინ ჩაუტარებს რესტავრაციას "საიათნოვას" ძეგლს თბილისში?
43 900 ლარი ბიუჯეტიდან: ვინ ჩაუტარებს რესტავრაციას "საიათნოვას" ძეგლს თბილისში?

43 900 ლარი ბიუჯეტიდან: ვინ ჩაუტარებს რესტავრაციას "საიათნოვას" ძეგლს თბილისში?

BM.GE11 ივნისი, 2026, 20:39|bm.ge

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია ივანე თუმანიანის ქუჩაზე მდებარე ძეგლ „საიათნოვას“ აღდგენა-რესტავრაციას გეგმავს. მომსახურების შესყიდვა 43 900 ლარად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ექსკლუზიური უფლებამოსილების საფუძველზე განხორციელდება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ თბილისის მერიის მომართვა 2026 წლის 10 ივნისს დააკმაყოფილა. მანამდე კი, 29 მაისს, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს შესყიდვის სააგენტოსთან შეთანხმება და პროცედურების დაწყება ბრძანებით დაავალა.

როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, თბილისის მერიას 2026 წლის 25 მაისს განცხადებით მიმართა მოქანდაკე გიორგი ჯაფარიძემ. მან წარადგინა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ის არის მონუმენტური ნაწარმოებ „საიათნოვას“ ავტორი და ფლობს მასზე ექსკლუზიურ უფლებას.

ამასთანავე, მოქანდაკემ მერიაში წარადგინა მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოების შესრულების უფლებას მოქალაქე თინათინ ჯაფარიძეს ანიჭებს. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ავტორი თავად განსაზღვრავს ნაწარმოების ხელშეუხებლობისა და რესტავრაციის პირობებს, თინათინ ჯაფარიძე ამ შემთხვევაში ექსკლუზიურ მიმწოდებლად მიიჩნევა. შესყიდვების სააგენტომ გაიზიარა მერიის არგუმენტი, რომ პროექტს მიზანშეწონილი ალტერნატივა არ გააჩნია.

პროექტის ღირებულება ზუსტად 43 900 ლარს შეადგენს. აღნიშნული მომსახურება დაფინანსდება თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის „ღონისძიებების უზრუნველყოფის“ პროგრამიდან. მერის ბრძანებით, შესრულების კონტროლი ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძეს დაეკისრა.

შესყიდვების სააგენტომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორესა და ექსკლუზიური მიმწოდებლის შერჩევის პროცედურებზე პასუხისმგებლობა თავად შემსყიდველ ორგანიზაციას (მერიას) ეკისრება. სააგენტომ ასევე მოუწოდა მერიას, უზრუნველყოს საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გამჭვირვალე ხარჯვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადებაიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →ლარი →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE