
5 ივნისის ღონისძიებების ანონსი
5 ივნისის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
11:00 საათზე, სტატისტის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, მშენებლობის ღირებულების ინდექსს. (2026 წლის აპრილი).
12:00 საათზე, კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2025 წლის ანგარიში (1-4032/26; 30.04.2026); მომხსენებელი: საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე - ვასილ მაღლაფერიძე.
12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (1-5150/26; 29.05.2026); მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; 2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (1-5152/26; 29.05.2026); მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები (312/2-XIმპ, 13.05.2026) (წამყვანი კომიტეტი) II მოსმენა; მომხსენებელი: ზურაბ ეზუგბაია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტები (306/2-XIმპ, 06.05.2026) (წამყვანი კომიტეტი) II მოსმენა; მომხსენებელი: ზურაბ ეზუგბაია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი – საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მის თანამდევ საქართველოს კანონების პროექტებს: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (304/2-XIმპ, 06.05.2026) (წამყვანი კომიტეტი) II მოსმენა; მომხსენებელი: ზურაბ ეზუგბაია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ (287/2-XIმპ, 08.04.2026) (წამყვანი კომიტეტი) III მოსმენა; მომხსენებელი: ზურაბ ეზუგბაია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 7. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი (313/2-XIმპ, 13.05.2026) (წამყვანი კომიტეტი) II მოსმენა; მომხსენებელი: ზურაბ ეზუგბაია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 8. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი – საქართველოს კანონის პროექტი „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ და მის თანამდევ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (310/2-XIმპ, 07.05.2026) (წამყვანი კომიტეტი) II მოსმენა; მომხსენებელი: ზურაბ ეზუგბაია - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
12:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2025 წლის ანგარიშები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ (დასრულებული და მიმდინარე საქმეები) (1-2919/26; 31.03.2026); მომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - ბექა ძამაშვილი;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2025 წლის ანგარიში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ (1-2920/26; 31.03.2026); მომხსენებელი: საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე - ბექა ძამაშვილი.
13:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ (1-5150/26, 29.05.2026) და „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება (1-4740/26; 20.05.2026); ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ნანა მეგრელიშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (1-5152/26, 29.05.2026); ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ნანა მეგრელიშვილი;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (298/2-XIმპ, 22.04.2026) II მოსმენით განხილვა; ინიციატორი: საქართველოს მთავრობა; მომხსენებელი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირინა წაქაძე; წამყვანი კომიტეტი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი; კომიტეტის აპარატიდან პასუხისმგებელი პირი: ჯაბა უროტაძე;
4. სხვა საორგანიზაციო საკითხები.
13:30 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (303/2-XIმპ; 06.05.2026) II მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი;
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (323/2-XIმპ; 20.05.2026) II მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი;
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (328/2-XIმპ; 27.05.2026) I მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი - ვახტანგ ბაჩიაშვილი; 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, ალუდა ღუდუშაურის, აკაკი ალადაშვილის, რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (316/3-XIმპ; 13.05.2026) II მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - აკაკი ალადაშვილი;
5. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, ალუდა ღუდუშაურის, აკაკი ალადაშვილის, რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (317/3-XIმპ; 13.05.2026) II მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - აკაკი ალადაშვილი;
6. საქართველოს პარლამენტის წევრების: არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, ალუდა ღუდუშაურის, აკაკი ალადაშვილის, რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (318/3-XIმპ; 13.05.2026) II მოსმენა; მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - არჩილ გორდულაძე.
14:00 საათზე, სპორტის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (1-5150/26, 29.05.2026) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე“ (1-4740/26, 20.05.2026); მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ (1-5152/26; 29.05.2025); მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე.
15:00 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (1-5150/26; 29.05.2026) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოხსენება „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ (1-4740/26, 20.05.2026); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე;
2. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (1-5152/26, 29.05.2026); მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე - გიორგი კაკაურიძე.
BM.GE
წყარო: bm.ge