მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 5 წელიწადში საქართველოში ფეხსაცმლის იმპორტი 117%-ით გაიზარდა|საიდან შემოგვაქვს?
5 წელიწადში საქართველოში ფეხსაცმლის იმპორტი 117%-ით გაიზარდა|საიდან შემოგვაქვს?

5 წელიწადში საქართველოში ფეხსაცმლის იმპორტი 117%-ით გაიზარდა|საიდან შემოგვაქვს?

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 13:59|bm.ge

აგვისტოში ქალის ზამთრის ფეხსაცმელი 29.7%-ით გაძვირდა და საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში, ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ათეულში მე-8 ადგილი დაიკავა. ამ ფონზე, BM.GE დაინტერესდა, როგორია საქართველოში ფეხსაცმლის იმპორტის დინამიკა და რომელი ქვეყნებიდან შემოდის ძირითადად პროდუქცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფეხსაცმლის იმპორტის ღირებულება ბოლო 5 წლის განმავლობაში გაორმაგებულია. 2026 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში $77.05 მილიონის ღირებულების ფეხსაცმელი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $35.47 მილიონი იყო.

შესაბამისად, ხუთწლიან პერიოდში ფეხსაცმლის იმპორტის ღირებულება 117%-ით, ანუ $41.57 მილიონით გაიზარდა.

იმპორტის დინამიკა ზრდის ტენდენციას თითქმის მთელი ამ ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში აჩვენებს. 2022 წლის იანვარ-ივლისში იმპორტის ღირებულება წლიურად დაახლოებით 43%-ით გაიზარდა და $50.8 მილიონს მიაღწია. 2023 წელს ზრდამ 21%, ხოლო 2024 წელს 15% შეადგინა.

რაც შეეხება 2025 წელს, ამ პერიოდში ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდა - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით იმპორტის ღირებულება მხოლოდ 2.2%-ით გაიზარდა. 2026 წლის იანვარ-ივლისში კი ზრდის ტემპი კვლავ დაჩქარდა და წლიურად 6.8% შეადგინა.

ფეხსაცმლის იმპორტში მთავარი მომწოდებელი ჩინეთია. 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ ჩინეთიდან $19.2 მილიონი ღირებულების, 3 124 ტონა ფეხსაცმელი შეიძინა. მეორე ადგილზე თურქეთია - საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან საქართველოში დაახლოებით $6 მილიონის ღირებულების, 592 ტონა ფეხსაცმელი შემოვიდა.

მესამე უმსხვილესი მომწოდებელი იტალია იყო. იანვარ-ივლისში საქართველომ იტალიიდან $5.7 მილიონი ღირებულების ფეხსაცმელი შემოიტანა, თუმცა იმპორტის მოცულობა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო და 66 ტონა შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ $8.1 მილიარდამდე გაიზარდა - სებ

საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ $8.1 მილიარდამდე გაიზარდა - სებ

BM.GE

კანგაცლილი ნუშის ექსპორტი 43%-ით შემცირდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ?

კანგაცლილი ნუშის ექსპორტი 43%-ით შემცირდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ?

BM.GE

"წარმომადგენლობა ერევანში და ბაქოში გვაქვს" - "პოლიმერ ჯგუფის" გაყიდვებში ექსპორტის წილი 20%-მდე გაიზარდა

"წარმომადგენლობა ერევანში და ბაქოში გვაქვს" - "პოლიმერ ჯგუფის" გაყიდვებში ექსპორტის წილი 20%-მდე გაიზარდა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE