მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "წარმომადგენლობა ერევანში და ბაქოში გვაქვს" - "პოლიმერ ჯგუფის" გაყიდვებში ექსპორტის წილი 20%-მდე გაიზარდა
"წარმომადგენლობა ერევანში და ბაქოში გვაქვს" - "პოლიმერ ჯგუფის" გაყიდვებში ექსპორტის წილი 20%-მდე გაიზარდა

"წარმომადგენლობა ერევანში და ბაქოში გვაქვს" - "პოლიმერ ჯგუფის" გაყიდვებში ექსპორტის წილი 20%-მდე გაიზარდა

BM.GE7 სექტემბერი, 2026, 12:50|bm.ge

კომპანია „პოლიმერ ჯგუფის“ ექსპორტის წილი კომპანიის მთლიან გაყიდვებში ამ დროისთვის დაახლოებით 18-20%-ს შეადგენს. ამის შესახებ BM.GE-ს „პოლიმერ ჯგუფის“ კომერციულმა დირექტორმა ზურაბ ფხაკაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიამ, რომელიც ბაზარზე “ბიოტოპის” სახელითაა წარმოდგენილი, ექსპორტზე გასვლა დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო და ამ ეტაპზე პროდუქცია სომხეთსა და აზერბაიჯანში გააქვს. ფხაკაძის ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში „პოლიმერ ჯგუფს“ საკუთარი წარმომადგენლობა აქვს.

„თავიდანვე იყო კომპანიის გეგმებში მასშტაბირება ამიერკავკასიის არეალზე. გავედით სომხეთის და აზერბაიჯანის ბაზარზე. ამ ეტაპზე გვაქვს წარმომადგენლობა ერევანში და ბაქოში“, - განაცხადა ფხაკაძემ.

საერთაშორისო ექსპანსიის მიუხედავად, კომპანიისთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტული ადგილობრივ ბაზარზე ზრდაა. მისივე განმარტებით, ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის გაყიდვები წლიურად დაახლოებით 30-35%-ით იზრდება. ამასთან, ბოლო სამი წლის განმავლობაში კომპანია დაახლოებით ორჯერ გაიზარდა. „საწყის ეტაპზე ექსპორტი 1-დან 3%-მდე იყო, ახლა უკვე მივსულვართ 18%-მდე, რაც თითქმის ექვსჯერ მეტია“, - აღნიშნა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა.

ფხაკაძის თქმით, ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი ფოკუსი ახალი საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე მეტად საქართველოში განვითარებაა.

კომპანია “პოლიმერ ჯგუფი” ქართულ საწარმოს წარმოადგენს, რომელიც აწარმოებს თავისუფალი გადინების მილებს, სასმელი წყლის და სახანძრო ავზებს (მიწისქვეშა და მიწისზედა ტიპები), წნევის გამაძლიერებელ და კანალიზაციის სატუმბ სადგურებს, საყოფაცხოვრებო, სამრეწველო და წვიმის წყლის ჩამდინარე წყლების გამწმენდ საშუალებებს და ასევე კომერციულ ობიექტებისა და კერძო სახლებისთვის ბიოლოგიურ გამწმენდ ნაგებობებს. საწარმოო ფართობი განლაგებულია 4500კვ.მ-ზე და დასაქმებულია 30-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი. კომპანიის საწარმოო შესაძლებლობებიდან გამომდინარე შეუძლია აწარმოოს როგორც სერიული ტიპის, ასევე სხვადასხვა ტექნიკური სირთულის, ინდივიდუალურ პროექტებზე მორგებული დანადგარები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გვაქვს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • „შესანიშნავი შედეგია, ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენთვის ძალიან ცუდი იდეა იყო, შესანიშნავი ქვეყანა გვაქვს, დამოუკიდებელი, ევროკავშირი კი დაიშლება, ასე რომ შესანიშნავი შედეგია, კარგია“ - „იმედის კვირა“ რეფერენდუმის შედეგებზე რეიკიავიკის ქუჩებში მოქალაქეებს ესაუბრაიმედი
  • არჩილ გორდულაძე ღარიბაშვილზე: უმძიმესია, როდესაც ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერზე და პრემიერ-მინისტრზე გვაქვს საუბარი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, პირდაპირ ჩართული იყო კორუფციულ დანაშაულშირუსთავი 2
  • მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან – ზარქუა ღარიბაშვილზენეტგაზეთი
  • კობახიძე: დღეს გვაქვს სუვერენული სახელმწიფო, ესაა ერეკლე II-ის გადაწყვეტილების შედეგიფორმულა
გვაქვს →

მსგავსი სტატიები

5 წელიწადში საქართველოში ფეხსაცმლის იმპორტი 117%-ით გაიზარდა|საიდან შემოგვაქვს?

5 წელიწადში საქართველოში ფეხსაცმლის იმპორტი 117%-ით გაიზარდა|საიდან შემოგვაქვს?

BM.GE

საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ $8.1 მილიარდამდე გაიზარდა - სებ

საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ $8.1 მილიარდამდე გაიზარდა - სებ

BM.GE

კანგაცლილი ნუშის ექსპორტი 43%-ით შემცირდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ?

კანგაცლილი ნუშის ექსპორტი 43%-ით შემცირდა - სად ვყიდით და ვყიდულობთ?

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE