
5 თვეში, მთავრობამ ₾9.4 მილიარდის გადასახადები აკრიფა
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების ხუთი თვის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტში სულ 9.4 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა. ეს ექვსი თვის საგადასახადო გეგმის 85%-ია. კონკრეტული გადასახადების მიხედვით ყველაზე მაღალი შესრულება მოგების გადასახადშია, სადაც ხუთ თვეში გეგმის 90.7% შესრულდა, ხოლო დაბალი ათვისებაა აქციზის გადასახადში, სადაც ათვისება 80.1%-ია.
2026 წლის 5 თვეში საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:
• საშემოსავლო გადასახადი - 3,497,528,400 ლარი, ექვსი თვის გეგმის 86.4%; • დამატებული ღირებულების გადასახადი - 3,395,801,300 ლარი, ექვსი თვის გეგმის 83.6%; • მოგების გადასახადი - 1,492,530,900 ლარი, ექვსი თვის გეგმის 90.7%; • აქციზის გადასახადი - 969,073,600 ლარი, ექვსი თვის გეგმის 80.1%; • იმპორტის გადასახადი - 64,772,800 ლარი, ექვსი თვის გეგმის 90%.
რაც შეეხება პრივატიზაციის შემოსავლებს, ის 75.6 მილიონი ლარი იყო, ჯარიმებიდან კი ცენტრალურ ბიუჯეტში 106 მილიონი ლარი შევიდა.
BM.GE
წყარო: bm.ge