
5 თვეში ცხოველთა საკვების ექსპორტით ქვეყანამ $5.6 მლნ-ის შემოსავალი მიიღო - სად ვყიდით/ვყიდულობთ?
2026 წლის 5 თვეში ცხოველების საკვებად გამოსაყენებელი პროდუქტების ექსპორტი და იმპორტი გაიზარდა. საქართველო ძირითადად ამ საქონლის იმპორტიორია, თუმცა 2019 წლიდან გააქტიურდა ექსპორტიც.
წელს საზღვარგარეთ საქართველოდან გადაზიდვები 73.5%-ით, 5 მილიონ 617 ათას დოლარამდე გაიზარდა და ქვეყნიდან საზღვარგარეთ 9 261 ტონა პროდუქტი გავიდა. ეს ძირითადად ადგილობრივად წარმოებული პროდუქტია. ამასთან, ექსპორტის დიდი ნაწილი სხვა ცხოველებისთვის განკუთვნილ საკვებზე მოდის, რაც 4.6 მილიონ დოლარს შეადგენს, ხოლო ძაღლებისა და კატების საკვების ღირებულება მხოლოდ 925 ათასი დოლარი იყო.
ამ პერიოდში ცხოველების საკვები ექსპორტზე მხოლოდ 7 ქვეყანაში გავიდა. მათ შორის ყველაზე მეტი სომხეთში. ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
• სომხეთი - $3.8 მლნ, 6 950 ტონა; • უზბეკეთი - $813 ათასი, 1 180 ტონა; • აზერბაიჯანი - $717 ათასი, 899 ტონა; • ყაზახეთი - $130 ათასი, 164 ტონა; • ერაყი - $42 ათასი, 22 ტონა; • მოლდოვა - $34 ათასი, 41 ტონა; • ბელარუსი - $12.5 ათასი, 3 ტონა;
2025 წელს ჯამურად ცხოველების საკვების ექსპორტი 35.6%-ით, 10.3 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
რაც შეეხება იმპორტს, წლის პირველ 5 თვეში საქართველომ 21 მილიონ 958 ათასი დოლარის 13 946 ტონა ცხოველების საკვები შეიძინა, რაც წლიურად 11.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ იმპორტის დიდი ნაწილი ძალებისა და კატებისთვის განკუთვნილ საკვებზე მოდის - $12.4 მლნ, სხვა ცხოველების საკვების იმპორტი კი $9.5 მილიონია.
ცხოველების საკვების მთავარი მომწოდებელი თურქეთი და პოლონეთი არიან. უმსხვილესი ქვეყნების რეიტინგი კი საიდანაც პროდუქტი შემოგვაქვს ასეთია:
• თურქეთი - $3.2 მლნ, 3 017 ტონა; • პოლონეთი - $2.3 მლნ, 1 352 ტონა; • რუსეთი - $1 მლნ, 1 234 ტონა; • იტალია - $1.9 მლნ, 1 101 ტონა; • საფრანგეთი - $1.5 მლნ, 549 ტონა; • გერმანია - $1.4 მლნ, 721 ტონა; • ესპანეთი - $2 მლნ, 821 ტონა; • ბელგია - $2 მლნ, 744 ტონა; • პორტუგალია $1 ათასი, 1 184 ტონა; • უკრაინა - $955 ათასი, 547 ტონა;