მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 5 თვეში ტურიზმიდან შემოსავალი 2.1%-ით შემცირდა - Galt & Taggart
5 თვეში ტურიზმიდან შემოსავალი 2.1%-ით შემცირდა - Galt & Taggart

5 თვეში ტურიზმიდან შემოსავალი 2.1%-ით შემცირდა - Galt & Taggart

BM.GE8 ივნისი, 2026, 14:51|bm.ge

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მაისში ტურიზმის შემოსავლები 2.1%-ით 1.5 მლრდ დოლარამდე შემცირდა.

საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ მარტ-აპრილში ტურიზმში შემოსავლების კლების შემდეგ მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.5%-ით 380 მლნ დოლარამდე გაიზარდა. მარტი-აპრილის შემცირება კი ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებით იყო გამოწვეული.

Galt & Taggart-ის პროგნოზით, წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ირანის ომის გამო, Galt & Taggart-მა 2026 წლის ტურიზმის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 100 მლნ-ით 4.9 მლრდ დოლარამდე შეამცირა.

2025 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 4.69 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, 6%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს. შარშანაც საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი რუსეთიდან მიიღო 694 მლნ დოლარი, 2024 წელთან შედარებით კლება 18%-ია. მეორე ადგილზეა თურქეთი 606 მლნ დოლარით, წლიურ ჭრილში კლება 1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის ისრაელი 586.3 მლნ დოლარით, 2024 წელთან შედარებით ზრდა 34%-ია, მეოთხე ადგილზეა აზერბაიჯანი 223 მლნ დოლარით, წლიური ზრდა შემოსავლებში 33%-ს შეადგენს. მეხუთე ადგილს სომხეთი იკავებს, საიდანაც შარშან საქართველომ 169.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, წლიური ზრდა 8%-ს შეადგენს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ერთი ლოკომოტივი $8 მილიონად - რკინიგზა 45 ელმავლის შეძენაზე $350 მილიონს დახარჯავს

ერთი ლოკომოტივი $8 მილიონად - რკინიგზა 45 ელმავლის შეძენაზე $350 მილიონს დახარჯავს

BM.GE

პარლამენტი ლუდის ხარშვის ქართული ტრადიციის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენას გეგმავს

პარლამენტი ლუდის ხარშვის ქართული ტრადიციის UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენას გეგმავს

BM.GE

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

ყველაზე საჭირო აპები როუმინგში მეგაბაიტების ხარჯვის გარეშე

BM.GE

ტექნიკური შეხვედრაა, რომელიც დიპპასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს გაუქმების კონტექსტის ფარგლებში იმართება - ევროკომისიის პრესსპიკერი

ტექნიკური შეხვედრაა, რომელიც დიპპასპორტის მფლობელებისთვის უვიზოს გაუქმების კონტექსტის ფარგლებში იმართება - ევროკომისიის პრესსპიკერი

BM.GE