მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება
მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება

BM.GE31 ივლისი, 2026, 16:46|bm.ge

მერაბ დვალიშვილის სახელობის MMA აკადემია "თბილისი ცენტრალში" გაიხსნება.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალის" აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.

ბიზნესმენის ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილის MMA აკადემია მიმდინარე წლის ბოლომდე გაიხსნება.

"მერაბ დვალიშვილთან ერთად ვამუშავებთ ამ პროექტს. შეიქმნება საქართველოში ყველაზე სერიოზული საწვრთნელი ბაზა ამ მიმართულებით. ეს იქნება ერთობლივი პროექტი, რომლის დეტალებიც სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი. დარწმუნებული ვარ, ეს სიახლე ძალიან საინტერესო და სასიხარულო იქნება ამ სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის და მათი ქომაგებისთვის", - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა "წერტილში".

შეგახსენებთ: თბილისში, MMA აკადემიის გახსნა მერაბ დვალიშვილმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე ერთ-ერთ ინტერვიუში დააანონსა.

"ეს საქველმოქმედო დარბაზი იქნება. მინდა, ჩემს ქვეყანას დავუბრუნო ის სიკეთე, რაც შემიძლია", - აცხადებს სპორტსმენი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 179 სტატია.

  • შპს "თბილისი მოლის" განცხადებარუსთავი 2
  • "თბილისი მოლი": "დეზერტირების" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოებიფორმულა
  • "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება- "თბილისი მოლის" განცხადებატვ პირველი
  • შპს „თბილისი მოლი“ „დეზერტირების ბაზრობის“ ტერიტორიაზე არსებულ სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსიმედი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

„ფინანსთა მინისტრის პოზიცია გავიზიარეთ“ - კობახიძე შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების შეცვლაზე

„ფინანსთა მინისტრის პოზიცია გავიზიარეთ“ - კობახიძე შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების უფროსების შეცვლაზე

BM.GE

როგორც აღმოჩნდა, დღიური ბაზარი არ იყო ინტერესის მომტანი მონაწილეებისთვის - გალდავა

როგორც აღმოჩნდა, დღიური ბაზარი არ იყო ინტერესის მომტანი მონაწილეებისთვის - გალდავა

BM.GE

ვინ არის და რა ქონებას ფლობს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი?

ვინ არის და რა ქონებას ფლობს შემოსავლების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი?

BM.GE

ბირჟაზე გაზის ფასი 200%-ით გაიზარდა

ბირჟაზე გაზის ფასი 200%-ით გაიზარდა

BM.GE