მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 6-დან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა შეიზღუდება
6-დან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა შეიზღუდება

6-დან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა შეიზღუდება

BM.GE6 ივლისი, 2026, 16:17|bm.ge

6-დან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა შეიზღუდება - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის კმ30-კმ42 (მე-3) მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე, N1 სახიდე გადასასვლელთან, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოები განხორციელდება.

სამუშაოების წარმოების მიზნით, 2026 წლის 6 ივლისიდან 9 ივლისის 12:00 საათამდე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას საავტომობილო გზაზე, ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებს შორის, სავალი ნაწილი დროებით ჩაიკეტება, ხოლო ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება დროებით შემოსავლელ გზაზე.

აღნიშნულ პერიოდში მოძრაობა განხორციელდება ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩისა და საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამოყენებით", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბოდიშს უხდის მოსახლეობასა და ავტომობილების მძღოლებს შექმნილი დროებითი შეფერხებისთვის და მოუწოდებს, გადაადგილებისას გაითვალისწინონ დაწესებული შეზღუდვები და იხელმძღვანელონ ადგილზე განთავსებული საგზაო ნიშნებით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სებ-მა ფულის გათეთრების აღკვეთის წესების დარღვევისთვის 4 მიკროსაფინანსო დააჯარიმა

სებ-მა ფულის გათეთრების აღკვეთის წესების დარღვევისთვის 4 მიკროსაფინანსო დააჯარიმა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

რუსეთის რეგიონებში საწვავის დეფიციტი გამწვავდა

რუსეთის რეგიონებში საწვავის დეფიციტი გამწვავდა

BM.GE

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლიის აშენებაზე უარი განაცხადეს, ფაქტობრივად, მოგვატყუეს" - გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლიის აშენებაზე უარი განაცხადეს, ფაქტობრივად, მოგვატყუეს" - გოცირიძე

BM.GE