მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 6 საუკეთესო ქვეყანა დისტანციურად მუშაობისა და ემიგრაციისთვის - რა ადგილს იკავებს საქართველო?
6 საუკეთესო ქვეყანა დისტანციურად მუშაობისა და ემიგრაციისთვის - რა ადგილს იკავებს საქართველო?

6 საუკეთესო ქვეყანა დისტანციურად მუშაობისა და ემიგრაციისთვის - რა ადგილს იკავებს საქართველო?

BM.GE12 ივლისი, 2026, 20:00|bm.ge

პოსტპანდემიურ ეპოქაში საზღვრები სრულად გაიხსნა, დისტანციური შრომა ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, ათობით ქვეყანამ კი სპეციალურად საერთაშორისო მიგრანტებისთვის ახალი სავიზო პროგრამები აამოქმედა. მიუხედავად იმისა, გსურთ თუ არა თავი დააღწიოთ ცხოვრების მაღალ ხარჯებს, ეძებთ უკეთეს ჯანდაცვას თუ უბრალოდ ახალ თავგადასავალს, 2026 წელი რელოკაციისთვის იმაზე მეტ შესაძლებლობას გთავაზობთ, ვიდრე ნებისმიერი წინა პერიოდი.

მასალა ეყრდნობა საიმიგრაციო და სამოგზაურო პლატფორმა VisaWise Travel-ის (www.visawisetravel.com) მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ მასალას.

პლატფორმის მკვლევრებმა შეაფასეს მსოფლიოს 60 ქვეყანა ხუთი ძირითადი ინდიკატორის მიხედვით: ცხოვრების ღირებულება, ჯანდაცვის ხარისხი, ინტერნეტის ინფრასტრუქტურა, ინგლისური ენის ცოდნის დონე და სავიზო ხელმისაწვდომობა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ საუკეთესო ქვეყნების სიას:

1. პორტუგალია - საუკეთესო არჩევანი ევროპელებისა და ბრაზილიელებისთვის

პორტუგალია 2026 წელსაც ინარჩუნებს წამყვან პოზიციას ინგლისურენოვანი ემიგრანტებისთვის. ლისაბონი და პორტუ გთავაზობთ მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურას, რაც დაახლოებით 40%-ით უფრო იაფია, ვიდრე ლონდონსა თუ ნიუ-იორკში ცხოვრება.

ქვეყანაში მოქმედი სპეციალური საგადასახადო რეჟიმი (NHR — Non-Habitual Resident) ახალ მაცხოვრებლებს აძლევს შესაძლებლობას, 10 წლის განმავლობაში პორტუგალიიდან მიღებულ შემოსავალზე ფიქსირებული 20%-იანი გადასახადით ისარგებლონ. გარდა ამისა, ციფრული ნომადების ვიზა (D8) ითხოვს თვეში 3,480 ევროს ოდენობის შემოსავალს და იძლევა ბინადრობის სრულ უფლებას.

• საშუალო ბინა (1-საძინებლიანი, ცენტრში): €1,100–€1,400/თვეში • ჯანდაცვა: საჯარო + კერძო (გლობალურ რეიტინგში მე-12 ადგილი) • ვიზის განხილვის პერიოდი: 3–4 თვე

2. საქართველო - საუკეთესო ვარიანტი ბიუჯეტური ემიგრანტებისა და დისტანციურად მომუშავეებისთვის

კვლევაში წერია, რომ სამხრეთ კავკასიის სახელმწიფო, საქართველო, უცხო ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობას საშუალებას აძლევს ქვეყანაში უვიზოდ შევიდნენ და 365 დღემდე დარჩნენ.

დარეგისტრირებული ფრილანსერებისთვის (მცირე ბიზნესის სტატუსით) უცხოური წყაროდან მიღებულ შემოსავალზე მოქმედებს ფიქსირებული 1%-იანი საშემოსავლო გადასახადი. თბილისში ერთი ადამიანის ყოველთვიური ცხოვრების ხარჯი, ბინის ქირის ჩათვლით, საშუალოდ 800-დან 1,200 დოლარამდე მერყეობს.

• საშუალო ბინა (1-საძინებლიანი, ცენტრში): $350–$600/თვეში • ინტერნეტის სიჩქარე: 80–120 Mbps (საშუალო მაჩვენებელი) • სავიზო მოთხოვნა: უვიზო მიმოსვლა 95-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქისთვის

3. მალაიზია - საუკეთესო არჩევანი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში

მალაიზიის პროგრამამ „მალაიზია ჩემი მეორე სახლია“ (MM2H), რომელიც 2024 წელს განახლდა, 2026 წელსაც ათასობით მიგრანტი მიიზიდა. კუალა-ლუმპური გთავაზობთ თანამედროვე ინფრასტრუქტურას, ინგლისური ენა ფართოდ არის გავრცელებული, ხოლო ჯანდაცვის სისტემა აზიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა. აქ ერთ ადამიანს კომფორტულად ცხოვრება თვეში 1,500 დოლარად შეუძლია.

• MM2H პროგრამის მოთხოვნა: RM 40,000 (მალაიზიური რინგიტი) ყოველთვიური უცხოური შემოსავალი • საშუალო ბინა (1-საძინებლიანი, ცენტრში): $400–$700/თვეში • საუკეთესოა: პენსიონერებისთვის, ოჯახებისა და ციფრული ნომადებისთვის

4. მექსიკა - საუკეთესო არჩევანი ჩრდილოეთ ამერიკელებისთვის

მეხიკო, ოახაკა და მერიდა 2026 წელსაც დომინირებენ ემიგრანტთა რელოკაციის სიებში. დროებითი ბინადრობის ვიზა მოითხოვს თვეში 2,500 დოლარის ოდენობის შემოსავლის დადასტურებას. აშშ-სთან ახლო მანძილი (მოკლე ფრენები) და მზარდი ტექნოლოგიური სექტორი მექსიკას მიმზიდველს ხდის მათთვის, ვისაც ამერიკულ ბაზართან კავშირის შენარჩუნება სურს.

• საშუალო ბინა (1-საძინებლიანი, მეხიკოს ცენტრში): $700–$1,100/თვეში • საგადასახადო შეთანხმება აშშ-სთან: დიახ (ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილება) • უსაფრთხოების რეკომენდაცია: უმჯობესია დასახლდეთ ემიგრანტებით მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, როგორიცაა კონდესა, რომა ან პოლანკო.

5. არაბთა გაერთიანებული საამიროები (დუბაი) - საუკეთესოა მაღალი შემოსავლის მქონე პირებისა და მეწარმეებისთვის

დუბაის 0%-იანი საშემოსავლო გადასახადი და 10-წლიანი „ოქროს ვიზა“ მას ფინანსურად მიმზიდველს ხდის მაღალანაზღაურებადი სპეციალისტებისთვის. 2026 წელს შრომითი ბაზარი აქტიურად იზრდება ფინანსების, ტექნოლოგიებისა და ლოგისტიკის მიმართულებით. ოთხსულიან ოჯახს კარგად ცხოვრება თვეში 5,000–7,000 დოლარად შეუძლია. დისტანციური მუშაობის ვიზა კი მოითხოვს 5,000 დოლარის ყოველთვიურ შემოსავალს უცხოელი დამსაქმებლისგან.

6. ალბანეთი - 2026 წლის აღმოჩენა

ალბანეთი სწრაფად ხდება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი მიმართულება ემიგრანტებისთვის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, უძრავი ქონების მზარდი ბაზარი და ცხოვრების ხარჯები, რომელიც საქართველოზე დაბალიც კია, ტირანას მიმზიდველ ბაზად აქცევს. ქვეყნების უმეტესობის მოქალაქეებს შეუძლიათ 90 დღემდე უვიზოდ დარჩენა, ხოლო უფრო ხანგრძლივი ვადით დარჩენისთვის ბინადრობის მარტივი ნებართვაა საჭირო.

როგორ შევარჩიოთ ქვეყანა: 4 მთავარი კითხვა

სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

• რა არის ჩემი ყოველთვიური ბიუჯეტი? იყავით რეალისტური — გაითვალისწინეთ ბინის ქირა, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა და ტრანსპორტი. • მჭირდება ადგილობრივი დასაქმება თუ დისტანციურად ვმუშაობ? ეს განსაზღვრავს იმას, თუ რომელი ტიპის ვიზაზე შეგიძლიათ შეიტანოთ განაცხადი. • მივემგზავრები თუ არა ოჯახთან ერთად? წინასწარ შეამოწმეთ სკოლების ხარისხი და ოჯახის წევრებზე ვიზის გავრცელების პირობები. • როგორია ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა? ზოგიერთი ქვეყანა ბევრად უკეთეს საჯარო ჯანდაცვის სისტემას სთავაზობს უცხოელებს, ვიდრე სხვები.

ძირითადი ნაბიჯები 2026 წელს რელოკაციისთვის

1.სავიზო პირობების შესწავლა: გამგზავრებამდე.

დეტალურად შეისწავლეთ სავიზო ოფციები თქვენი სამიზნე ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.

2.საბანკო ანგარიშის მომზადება :გამგზავრებამდე.

თუ შესაძლებელია, გახსენით ადგილობრივი ან საერთაშორისო საბანკო ანგარიში ქვეყანაში ჩასვლამდე.

3.გამოცდილების გაზიარება: ონლაინ.

შეუერთდით ემიგრანტების Facebook ჯგუფებსა და Reddit-ის თემებს, რათა მიიღოთ მიმდინარე, პრაქტიკული რჩევები უშუალოდ ადგილზე მყოფი ადამიანებისგან.

4.კონსულტაცია: საჭიროებისამებრ.

გამოიყენეთ ლიცენზირებული საიმიგრაციო კონსულტანტის მომსახურება, რათა თავიდან აიცილოთ ბიუროკრატიული შეცდომები.

5.რეგისტრაცია საელჩოში: ჩასვლისთანავე.

ქვეყანაში ჩასვლისთანავე გაიარეთ რეგისტრაცია თქვენი ქვეყნის საელჩოში ან საკონსულოში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"თათარათი" საწარმოს გაფართოებას და ქართული კულინარიის პოპულარიზაციას გეგმავს

"თათარათი" საწარმოს გაფართოებას და ქართული კულინარიის პოპულარიზაციას გეგმავს

BM.GE

სიძვირე და დაყოვნება VS პოლიტიკური სტაბილურობა - რა (არ) აქვს შუა დერეფანს?

სიძვირე და დაყოვნება VS პოლიტიკური სტაბილურობა - რა (არ) აქვს შუა დერეფანს?

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

მაგიდის ხელსახოცების და ქაღალდის სუფრების იმპორტი გაიაფდა|სად ვყიდულობთ?

მაგიდის ხელსახოცების და ქაღალდის სუფრების იმპორტი გაიაფდა|სად ვყიდულობთ?

BM.GE