მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 6 თვეში საქართველოს ექსპორტი $3.9 მილიარდამდე გაიზარდა | TOP-10 საექსპორტო საქონელი
6 თვეში საქართველოს ექსპორტი $3.9 მილიარდამდე გაიზარდა | TOP-10 საექსპორტო საქონელი

6 თვეში საქართველოს ექსპორტი $3.9 მილიარდამდე გაიზარდა | TOP-10 საექსპორტო საქონელი

BM.GE20 ივლისი, 2026, 15:19|bm.ge

2026 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტმა 3.87 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ამავე პერიოდში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12.92 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 5.8%-ით არის გაზრდილი. იმპორტი 9.04 მილიარდი დოლარი იყო (+0.7%), ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5.173 მილიარდი დოლარი შეადგინა.

საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს, თუმცა მათი ექსპორტი წლიურად 22.9%-ით შემცირდა და 938 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტებია, რომელთა ექსპორტი 486.9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო მესამე პოზიციაზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია 304.3 მილიონი დოლარით.

TOP-10 საექსპორტო საქონელი 2026 წლის იანვარ-ივნისში:

• მსუბუქი ავტომობილები – $938.0 მლნ (-22.9%) • ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $486.9 მლნ (+974.3%) • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $304.3 მლნ (+74.3%) • ფეროშენადნობები – $147.6 მლნ (+53.9%) • სპილენძის მადნები და კონცენტრატები – $142 მლნ (+287.4%) • ყურძნის ნატურალური ღვინოები – $117.2 მლნ (-3.7%) • სპირტიანი სასმელები – $114.1 მლნ (-7.4%) • მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის დანამატების გარეშე) – $101 მლნ (+12.0%) • მინერალური და გაზიანი წყლები (შაქრის შემცველობით) – $99.7 მლნ (+23.8%) • აზოტოვანი სასუქები – $81.1 მლნ (+17.6%)

საქსტატის მონაცემებით, ექსპორტის მიხედვით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები 2026 წლის პირველ ნახევარში ყირგიზეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი იყვნენ. ამ ქვეყნებში ექსპორტმა, შესაბამისად, 431.8 მილიონი, 428.6 მილიონი და 335.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა

პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა

BM.GE

ახალი პარკი, დარბაზი, სასტუმრო - "წინანდლის მამულის" პროექტში ინვესტიციები ეტაპობრივად ჩაიდება | გიორგი რამიშვილი

ახალი პარკი, დარბაზი, სასტუმრო - "წინანდლის მამულის" პროექტში ინვესტიციები ეტაპობრივად ჩაიდება | გიორგი რამიშვილი

BM.GE

აგროთანადაფინანსების პროგრამაში სახელმწიფოს წილი შესაძლოა დეპოზიტზე განთავსდეს| რა მოდელს განიხილავენ ბანკებთან

აგროთანადაფინანსების პროგრამაში სახელმწიფოს წილი შესაძლოა დეპოზიტზე განთავსდეს| რა მოდელს განიხილავენ ბანკებთან

BM.GE

სებ-ის დავების კომისიამ წელს საფინანსო სექტორს მომხმარებლებისთვის ₾426,000 აანაზღაურებინა

სებ-ის დავების კომისიამ წელს საფინანსო სექტორს მომხმარებლებისთვის ₾426,000 აანაზღაურებინა

BM.GE