მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 60 ბოთლით დაწყებული მეღვინეობა და ექსპორტი აშშ-სა და ირლანდიაში - როგორ ვითარდება „მირანდას ღვინო“
60 ბოთლით დაწყებული მეღვინეობა და ექსპორტი აშშ-სა და ირლანდიაში - როგორ ვითარდება „მირანდას ღვინო“

60 ბოთლით დაწყებული მეღვინეობა და ექსპორტი აშშ-სა და ირლანდიაში - როგორ ვითარდება „მირანდას ღვინო“

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 04:44|bm.ge

ლეჩხუმში მდებარე მცირე მარანმა „მირანდას ღვინო“ პროდუქციის წარმადობა 2000 ბოთლამდე გაზარდა და ექსპორტზე აშშ-სა და ირლანდიაში ყიდის.

როგორც მარნის დამფუძნებელმა მირანდა ჩხეტიანმა BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" განაცხადა, ღვინის წარმოება ოჯახური ტრადიციის გაგრძელებაა. დღეს მარანი ტვიშის მიკროზონის ცოლიკაურს ქვევრში, ევროპული მეთოდით აყენებს.

"ჩვენს ოჯახს მოსდევდა ვაზის სიყვარული. ბაბუაჩემს ჰქონდა ვაზი გაშენებული და წინაპრებიდან მოყოლებული ყოველთვის შეხება მქონდა ვაზთან და ღვინოსთან. 2017 წლის მოსავალი პირველად ვაქციეთ ბიზნესად - სულ 60 ბოთლი ჩამოვასხით და იქიდან ნელ-ნელა გავიზარდეთ. დღეს მაქსიმალური წარმოება 2 000 ბოთლის ფარგლებში გვაქვს.

ლეჩხუმში, ტრადიციულად ტვიშის მიკროზონის ცოლიკაური ყენდება. მეც წვენს ევროპული წესით ვადუღებ ქვევრებში. პირველადი დუღილის შემდეგ ღვინო თანამედროვე უჟანგავ ავზებში გადამაქვს და დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ვასხამ ბოთლებში. ბავშვობიდან ჩართული ვიყავი ამ საქმიანობაში და დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი დიდ სიყვარულში გადაიზარდა", - აღნიშნავს მეღვინე.

ჩხეტიანის ინფორმაციით, ამერიკის ბაზარზე პროდუქცია უკვე ორჯერ გაიტანეს, ირლანდიაში კი ექსპორტი პირველად განხორციელდა. ამ ეტაპზე მარანი ირლანდიიდან ახალ შეკვეთას ელოდება. მისივე თქმით, უცხოელ იმპორტიორებთან დაკავშირებაში ღვინის ფესტივალებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

„ფესტივალები მცირე მეწარმეების განვითარებისა და წინსვლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფართო საზოგადოებასთან გაცნობას. იმპორტიორებიც ძირითადად ასეთ მასშტაბურ ფესტივალებზე გავიცანი“, - ამბობს ჩხეტიანი.

ადგილობრივ ბაზარზე „მირანდას ღვინო“ რამდენიმე მცირე ბარსა და მაღაზიაში იყიდება. მარნის საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულება ტურისტების მიღებაა - სტუმრებს ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ. ჩხეტიანის თქმით, მარანს სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორები სტუმრობენ, მათ შორის აშშ-დან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ინდოეთიდან.

მეღვინე მიიჩნევს, რომ ლეჩხუმში ეკოტურიზმისა და გასტროტურიზმის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალია, თუმცა ბიზნესის გაფართოებას მუშახელის დეფიციტი და მოუწესრიგებელი გზები აფერხებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

UnitedHealth-ის მოგებამ მოლოდინს გადააჭარბა - როგორია კომპანიის ფინანსური შედეგები?

UnitedHealth-ის მოგებამ მოლოდინს გადააჭარბა - როგორია კომპანიის ფინანსური შედეგები?

BM.GE

ჩინეთის სავაჭრო პროფიციტი $1 ტრილიონს უახლოვდება

ჩინეთის სავაჭრო პროფიციტი $1 ტრილიონს უახლოვდება

BM.GE

ASML-ის კვარტალურმა შემოსავალმა €11.7 მილიარდს გადააჭარბა

ASML-ის კვარტალურმა შემოსავალმა €11.7 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

Google-მა პროგრამირების, მათემატიკისა და რობოტიკისთვის შექმნილი Gemini 4 Argon-ი წარადგინა

Google-მა პროგრამირების, მათემატიკისა და რობოტიკისთვის შექმნილი Gemini 4 Argon-ი წარადგინა

BM.GE