
8 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 მაისს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ჩრდილოეთიდან მოქმედი და სამხრეთიდან გადმონაცვლებული თბილი და ნოტიო ჰაერის მასების გადმონაცვლებით. საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთში ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ელჭექის დროს ზოგან შესაძლებელია ქარის გაძლიერება.
დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +7, +12°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +16, +21°; მაღალ მთაში ღამით -1, +4°, დღისით +12, +17°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +5, +10°, დღისით +17, +22°; მთაში ღამით +1, +6 °, დღისით +15, +20°; მაღალ მთაში ღამით -3, +2°, დღისით +8, +13°.
თბილისში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +9°, დღისით +21°.
სოხუმი - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +9°.
გაგრა - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 9-14მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +18°, ღამით +8°.
ოჩამჩირე - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +19°, ღამით +9°.