მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 8 თვეში ღვინის კომპანიები ₾25 ათასით დაჯარიმდნენ | ღვინის ეროვნული სააგენტო
8 თვეში ღვინის კომპანიები ₾25 ათასით დაჯარიმდნენ | ღვინის ეროვნული სააგენტო

8 თვეში ღვინის კომპანიები ₾25 ათასით დაჯარიმდნენ | ღვინის ეროვნული სააგენტო

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 17:13|bm.ge

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, 5 კომპანიაში 15 შემოწმება განხორციელდა და ჯამში 25 ათასი ლარის ჯარიმა გამოიწერა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებების მიზანი საწარმოებში ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებაა. აღებული 31 ნიმუშიდან დარღვევა არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

ამასთან, 44 კომპანიაში 213 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა. აღნიშნული კონტროლის მიზანი სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების შესაბამისი ლოტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა იყო. აღებული 557 ნიმუშიდან შეუსაბამობა 4 კომპანიის 9 ნიმუშში გამოვლინდა.

გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების - Bureau Veritas და SGS მიერ, 66 კომპანიის პროდუქციის ინსპექტირება განხორციელდა. აღებული 273 ნიმუშიდან შეუსაბამობა 8 კომპანიის 12 ნიმუშში გამოვლინდა. იანვარ-აგვისტოში განხორციელებული კონტროლის შედეგად, 10 კომპანიის 19 ნიმუშთან დაკავშირებით 17 ჯარიმა გამოიწერა.

"დაკისრებული ჯარიმების საერთო ოდენობამ 25 000 ლარი შეადგინა. ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს. გასულ წლებთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია, რაც ღვინის ხარისხის კონტროლის სისტემის ეფექტიანობაზე მიუთითებს", - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რეგიონებში სტიქიის პრევენციისთვის ბიუჯეტი ₾25.9 მილიონამდე გაიზარდა | განკარგულება

რეგიონებში სტიქიის პრევენციისთვის ბიუჯეტი ₾25.9 მილიონამდე გაიზარდა | განკარგულება

BM.GE

ფინეთმა უკრაინას $336 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება გამოუყო

ფინეთმა უკრაინას $336 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება გამოუყო

BM.GE

TBC Capital-ის პროგნოზით, სები რეზერვების დაგროვებას მომავალ წელსაც გააგრძელებს

TBC Capital-ის პროგნოზით, სები რეზერვების დაგროვებას მომავალ წელსაც გააგრძელებს

BM.GE

„[CITYZEN Expo-ს] მშენებლობის ნებართვა გვეკუთვნის და უახლოეს მომავალში მივიღებთ“ - მინდია საბანაძე

„[CITYZEN Expo-ს] მშენებლობის ნებართვა გვეკუთვნის და უახლოეს მომავალში მივიღებთ“ - მინდია საბანაძე

BM.GE