
რეგიონებში სტიქიის პრევენციისთვის ბიუჯეტი ₾25.9 მილიონამდე გაიზარდა | განკარგულება
მთავრობამ სტიქიის პრევენციისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 8 100 356 ლარით გაზარდა. ამას ითვალისწინებს 19 ოქტომბრის 2466-ე განკარგულება.
დოკუმენტის მიხედვით, გაიზარდა მუნიციპალიტეტების რაოდენობაც, რომლებიც სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 25 928 695 ლარს მიიღებენ.
ცვლილებების შედეგად 3 მუნიციპალიტეტს დაფინანსება გაეზარდა. ეს მუნიციპალიტეტებია:
• დუშეთის მუნიციპალიტეტი: 1 002 268 ლარი • ბორჯომის მუნიციპალიტეტი: 1 401 180 ლარი • ლენტეხის მუნიციპალიტეტი: 829 185 ლარი
თავად მუნიციპალიტეტების საერთო რაოდენობა 10-ით კი 38-მდე გაიზარდა.
ახალი მუნიციპალიტეტების დამატება (პუნქტები 1.29 – 1.38): №2466 განკარგულებით დაემატა შემდეგი პუნქტები:
• ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 500 000 ლარი. • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 500 000 ლარი. • ბაღდათის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 208 896 ლარი. • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 130 000 ლარი. • ტყიბულის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 653 193 ლარი. • ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 1 864 826 ლარი. • ხონის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 891 000 ლარი. • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 1 100 000 ლარი. • ახმეტის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 590 690 ლარი. • ბოლნისის მუნიციპალიტეტი – არაუმეტეს 260 015 ლარი.
BM.GE
წყარო: bm.ge