
Acer-მა IFA 2026-ზე თავისი ყველაზე ფართო პროდუქციის ხაზი წარადგინა და საუკუნოვანი ბრენდი Packard Bell აღადგინა
ხელოვნური ინტელექტის მქონე პერსონალური კომპიუტერებიდან და Predator-ის სათამაშო აპარატურიდან დაწყებული, მაღალი განახლების სიხშირის მქონე მონიტორებით, ინტელექტუალური მობილობითა და აღორძინებული Packard Bell-ით დამთავრებული - Acer - ის გლობალური პრესკონფერენცია next@acer პერსონალური ტექნოლოგიების თითქმის ყველა კატეგორიას მოიცავს
_________________________________________________________________
2 სექტემბერს, ბერლინში, IFA 2026-ის ფარგლებში გამართულ გლობალურ პრესკონფერენციაზე next@acer, კომპანია Acer-მა თავის ისტორიაში პირველად პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ჩვენება მოაწყო. პრეზენტაცია მოიცავს ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულ გამოთვლით ტექნოლოგიებს, ახალი თაობის სათამაშო აპარატურას, პროფესიონალური და სათამაშო მონიტორების სრულ ოჯახს, მობილურ პროდუქტიულ მოწყობილობებსა და ჭკვიან ურბანულ მობილობას. გარდა ამისა, გამოცხადდა Packard Bell-ის ხელახლა გაშვება - საუკუნოვანი ბრენდი ბაზარზე Acer Group-ის მფლობელობის ქვეშ ბრუნდება.
Acer-მა წარმოადგინა კონცეფცია: „თხელი, მსუბუქი და გამძლე“ (Thin, Light and Built to Last). ნოუთბუქების პორტფოლიოს დასასრულებლად, კომპანიამ წარადგინა Acer Vero 16 - პრემიუმ კლასის 16-დუიმიანი ნოუთბუქი, რომელიც შექმნილია შეკეთების სიმარტივისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების პრინციპით. მისი კორპუსი დამზადებულია მეორადი/ გადამუშავებული და ნახშირბადის დაბალი შემცველობის მქონე ალუმინისგან, აქვს მომხმარებლის მიერ მარტივად შესაცვლელი ელემენტი და SSD (მყარსხეულიანი დისკი). მოწყობილობა აღჭურვილია Intel Core Ultra Series 3 პროცესორებით, რომლებიც 180 პლატფორმულ TOPS-მდე (ოპერაცია წამში) წარმადობას უზრუნველყოფენ. „მდგრადობა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის თითოეულ ეტაპზე უნდა იყოს გათვალისწინებული - ნედლეულიდან დაწყებული, შეფუთვით დამთავრებული,“ - განაცხადა ჯეიმს ლინმა, Acer Inc.-ის ნოუთბუქების განყოფილების გენერალურმა მენეჯერმა.
Acer-მა ასევე გააფართოვა თავისი თხელი და მსუბუქი ნოუთბუქების ხაზი 799-გრამიანი Acer Swift Blade 14-ითა და მთლიანად ალუმინისგან დამზადებული Acer Swift Air 16-ით. ორივე მოდელი მუშაობს Intel Core Series 3 პროცესორებზე და აღჭურვილია 3K OLED დისპლეებით.
Acer Swift Air 16 შემდეგ ფერებში: ბუნებრივი ლურჯი, მონაცრისფრო-მომწვანო და ქვიშისფერი ოქროსფერი
სათამაშო პორტატული მოწყობილობები და ტრანსფორმირებადი გეიმინგის მომავალი.
Predator-ის პორტატული მოწყობილობების პორტფოლიო ფართოვდება Predator Atlas 7-ით. ეს არის 7-დუიმიანი სათამაშო მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია Intel Arc G3 Extreme პროცესორითა და Intel Arc B390 გრაფიკით. მას აქვს ორმაგი ვენტილატორით გაგრილების სისტემა, TMR ჯოისტიკები, 80 ვტ.სთ (Wh) ელემენტი და მოჰყვება კომპლექტში შემავალი XBOX Game Pass. Acer-მა ასევე წარმოადგინა Project DualPlay Mini - კონცეპტუალური მოწყობილობა, რომელიც პორტატულ კონსოლს წარმოაჩენს, როგორც ორმაგი დანიშნულების ხელსაწყოს გეიმინგისა და მობილური პროდუქტიულობისთვის, გადასახსნელი და მბრუნავი (flip-and-swivel) დიზაინით.
Project DualPlay Mini
AI გამოთვლები - ახლებური ხედვა. Acer-მა წარადგინა ორი პლატფორმა, რომლებიც შექმნილია პერსონალური AI აგენტების ეპოქისთვის. Acer Veriton RI110 AI Mini Workstation აერთიანებს Intel Core Ultra X7 პროცესორსა და Intel Arc B390 გრაფიკას, რათა მხარი დაუჭიროს ხელოვნური ინტელექტის მოდელებს 120 მილიარდამდე პარამეტრით. მოწყობილობა მზად არის Acer-ის ახალი AI ასისტენტის, Acer Qubi Claw-ის გამოსაყენებლად და აღჭურვილია OCuLink კავშირით გრაფიკული პროცესორისა (GPU) და მეხსიერების გასაფართოებლად.
ამასთანავე, Acer-მა აჩვენა Acer SFF RTX Spark - კომპაქტური დესკტოპი, რომელიც აგებულია NVIDIA RTX Spark სუპერჩიპზე. ის უზრუნველყოფს 1 პეტაფლოპსამდე AI გამოთვლით სიმძლავრეს და 128 გბ გაერთიანებულ მეხსიერებას კრეატორებისთვის, დეველოპერებისა და გეიმერებისთვის, რომლებიც აგენტურ AI-ს ლოკალურად იყენებენ.
Acer Veriton RI110 AI Mini Workstation (ხელოვნური ინტელექტის მინი-ვორქსთეიშენი)
Packard Bell ბრუნდება: 100 წელი და „Tech It Easy“. თავისი 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, Packard Bell-მა, რომელიც Acer Group-ის შემადგენლობაშია, განაახლა ვიზუალური იდენტობა და წარადგინა ფილოსოფია „Tech it easy“ - ხელმისაწვდომი ტექნოლოგია ყოველდღიური ცხოვრებისთვის. ბრენდის დაბრუნების სიმბოლოა DotBook - 14.5-დუიმიანი ნოუთბუქი, ასევე ცხოვრების სტილის (lifestyle collection) კოლექცია, რომელიც მოიცავს აუდიო, მობილურ და კრეატორებისთვის განკუთვნილ აქსესუარებს. მათ შორისაა: DotLoop-ის ვინილის ფირსაკრავი (turntable), DotTune-ის დინამიკი, DotLine-ის მობილური ტელეფონი, DotLook-ის აუდიო სათვალეები, DotShine-ის განათების რგოლი, DotCombo-ს კლავიატურისა და მაუსის ნაკრები, DotBass-ის ყურსასმენები და სმარტ მინი-სტიმერი (ორთქლის გამწმენდი), რომელიც პარტნიორ კომპანია Steasy®-თან ერთად შეიქმნა.
Acer-ის შესახებ: კომპანია Acer, რომელიც 1976 წელს დაფუძნდა, წარმოადგენს გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერს და ოპერირებს მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია განაგრძობს განვითარებას ინოვაციების დანერგვით თავის პროდუქციაში, რაც მოიცავს კომპიუტერებსა და მონიტორებს, და პარალელურად ფართოვდება ახალ ბიზნეს მიმართულებებში. Acer ასევე ერთგულია მდგრადი განვითარების პრინციპების და ეძებს ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც თანხვედრაშია მის გარემოსდაცვით და სოციალურ პასუხისმგებლობებთან. Acer Group-ში დასაქმებულია თითქმის 12,000 თანამშრომელი, რომელთაც წვლილი შეაქვთ კვლევაში, დიზაინში, მარკეტინგში, გაყიდვებსა და იმ პროდუქტების, გადაწყვეტილებებისა და სერვისების მხარდაჭერაში, რომლებიც არღვევენ ბარიერებს ადამიანებსა და ტექნოლოგიებს შორის. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.acer.com.
Packard Bell-ის შესახებ: 1926 წელს ლოს-ანჯელესში დაარსებულმა Packard Bell-მა სახელი გაითქვა ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი რადიოების, ფერადი ტელევიზორებისა და მოგვიანებით, პერსონალური კომპიუტერების შეთავაზებით. ბრენდი 2026 წელს თავის ასწლოვან იუბილეს აღნიშნავს ბაზარზე ხელახალი დაბრუნებით, რომელიც ეფუძნება ახალ იდენტობას, „Tech it easy“ ფილოსოფიას და პროდუქციის მრავალფეროვან ხაზს: კომპიუტერულ ტექნიკას, აუდიო და მობილურ მოწყობილობებს, ასევე კრეატორებისთვის განკუთვნილ აქსესუარებს. Packard Bell შედის Acer Group-ის შემადგენლობაში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.packardbell.com.
BM.GE
წყარო: bm.ge