მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აჭარაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ევროპის და გალფის ქვეყნებიდან უფრო მზარდია, ვიდრე რუსეთიდან - REA Investment
აჭარაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ევროპის და გალფის ქვეყნებიდან უფრო მზარდია, ვიდრე რუსეთიდან - REA Investment

აჭარაში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ევროპის და გალფის ქვეყნებიდან უფრო მზარდია, ვიდრე რუსეთიდან - REA Investment

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 16:01|bm.ge

აჭარის უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში გაყიდვებში როგორც ბათუმში, ასევე რეგიონში ევროპის და გალფის ქვეყნების წილი მზარდია.

როგორც BMG-ს უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია REA Investment-ში განუცხადეს, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან აჭარის ბაზრისადმი ინტერესის ზრდა მათ შორის ახლო აღმოსავლეთში არსებულ დაძაბულობას და ამ ფონზე, საქართველოს როგორც უსაფრთხო ქვეყნის მიმართ ინტერესის ზრდას უკავშირდება.

კომპანიის დირექტორის, ირმა მახარაძის თქმით, აჭარის უძრავი ქონების ბაზარი საინვესტიციოდ მიმზიდველი ევროპული ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც არის.

“ზოგადად საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე რუსულენოვანი ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო და ეს სეგმენტი დღესაც ნამდვილად მნიშვნელოვან როლს იკავებს და ბოლო კვლევები აჩვენებს, რომ ბათუმში რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის მოქალაქეების ჯამური წილი ნამდვილად ოდნავ გაზრდილია. ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს დინამიკა სტაბილურია.

სამაგიეროდ, კვლევებიც აჩვენებს და ჩვენი კომპანიის მაგალითიც ზუსტად ასეთია, რომ განსაკუთრებით შესამჩნევია ევროპული ბაზრების გააქტიურება. ბოლო თვეებში ევროპიდან უფრო მეტ ინტერესს ვხედავთ პარტნიორული მიმართულებითაც და პირდაპირი გაყიდვებითაც. შეიძლება გამოვყო რამდენიმე ქვეყანა: ეს არის ძირითადად გერმანია, პოლონეთი, ცენტრალური ევროპის ქვეყნები, სლოვაკეთი, სლოვენია, ჩეხეთი, საფრანგეთიც ძალიან აქტიურია.

ასევე ინტერესი იზრდება და კომერციული აქტივობა ზოგადად სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან, განსაკუთრებით ეს არის არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთთან თანამშრომლობის კუთხით. პირდაპირი გაყიდვებიც საკმაოდ მზარდია და ასევე პარტნიორული მომართვიანობაც.

ზოგადად რუსულენოვანი აუდიტორიის წილი საკმაოდ სტაბილური იყო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ შესამჩნევად გაიზარდა მათი რიცხვი ამ პერიოდის განმავლობაში. პირიქით, ბათუმის და ზოგადად აჭარის რეგიონის მაგალითზე უფრო მეტად იზრდება ევროპული ქვეყნებიდან და ზოგადად GCC-დან მოთხოვნა, ვიდრე რუსულენოვანი ქვეყნებიდან. უფრო მეტად დივერსიფიცირებული არის ახლა აჭარის უძრავი ქონების ბაზარი, ვიდრე იყო პირობითად აქამდე.

რასაც ვუკავშირებთ [გაზრდილ მოთხოვნას], ეს არის ტურიზმის ადმინისტრაციის სტრატეგია სხვადასხვა ქვეყნების ათვისების კუთხით, იმიტომ რომ, როგორც ვხედავთ, რეალურად ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დავაინტერესოთ სხვადასხვა ქვეყნები საქართველოთი.

მეორე – ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შედარებით სტაბილური ქვეყნის როლი გვაქვს რეალურად ჩვენს რეგიონში მთლიანად. შესაბამისად, [ინვესტორები] ეძებენ უფრო უსაფრთხო ალტერნატივას, ქვეყანას, რომელიც არის განვითარებად ეტაპზე, სადაც იმისი ძალიან დიდი პოტენციალია, რომ ინვესტიციები რეალურად გაიზრდება”, - განაცხადა ირმა მახარაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 282 სტატია.

  • ზელენსკი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშების განახლებას აანონსებსფორმულა
  • რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებსნეტგაზეთი
  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

„საქართველოს ამ ეტაპზე სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება“ - როგორ აფასებს სსფ საქართველოს ეკონომიკას?

„საქართველოს ამ ეტაპზე სავალუტო ფონდის პროგრამა არ სჭირდება“ - როგორ აფასებს სსფ საქართველოს ეკონომიკას?

BM.GE

ალდაგი პირველი ქართული კომბინირებული ანტარქტიკული ექსპედიციის პარტნიორია

ალდაგი პირველი ქართული კომბინირებული ანტარქტიკული ექსპედიციის პარტნიორია

BM.GE

მესამე კვარტალში 2 652 კონცენტრაცია დარეგისტრირდა - GCCA

მესამე კვარტალში 2 652 კონცენტრაცია დარეგისტრირდა - GCCA

BM.GE

2025 წელს საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა - საქსტატი

2025 წელს საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობა გაიზარდა - საქსტატი

BM.GE