მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო ყველიან კერძებს შორის მეორე ადგილზეა - TasteAtlas
აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო ყველიან კერძებს შორის მეორე ადგილზეა - TasteAtlas

აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო ყველიან კერძებს შორის მეორე ადგილზეა - TasteAtlas

BM.GE28 აგვისტო, 2026, 02:39|bm.ge

ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძი, აჭარული ხაჭაპური, TasteAtlas-ის მსოფლიოს საუკეთესო ყველის კერძების რეიტინგში მეორე ადგილზეა.

საერთაშორისო კულინარიულ პლატფორმაზე გამოქვეყნებულ Top 100 Cheese Dishes in the World სიაში აჭარულმა ხაჭაპურმა 4.4 ქულა მიიღო და რეიტინგში მხოლოდ ბერძნულ საგანაკის ჩამორჩა, რომელსაც ასევე 4.4 ქულა აქვს. რეიტინგი TasteAtlas-მა ბოლოს 2026 წლის 15 აგვისტოს განაახლა.

პუბლიკაციის მიხედვით, TasteAtlas აჭარულ ხაჭაპურს აჭარის რეგიონთან აკავშირებს და მას აღწერს, როგორც ღია ტიპის ცომეულს, რომელიც ყველისა და კვერცხის კომბინაციით მზადდება. პლატფორმის მიხედვით, ცომის საფუძველი საფუვრიანი ცომია, რომელსაც ტრადიციულად სულგუნის, იმერული ყველის ან მათი კომბინაციის შიგთავსი აქვს. კერძს ზემოდან კვერცხი ემატება და გამოცხობის შემდეგ კარაქის ნაჭრით მიირთმევენ.

რეიტინგის პირველ ხუთეულში აჭარული ხაჭაპურის გარდა კიდევ სამი ქვეყნის კერძი მოხვდა. პირველ ადგილზე საგანაკია საბერძნეთიდან - 4.4 ქულით, მესამე ადგილზეა არგენტინული პროვოლეტა - 4.4 ქულით, მეოთხეზე ბოსნიური სირნიცა - 4.4 ქულით, ხოლო მეხუთეზე იტალიური ფოკაჩა დი რეკო ყველით - ასევე 4.4 ქულით.

საქართველოდან რეიტინგში აჭარული ხაჭაპურის გარდა კიდევ რამდენიმე ქართული კერძია წარმოდგენილი. უშუალოდ ხაჭაპური, როგორც ზოგადი კატეგორია, მეშვიდე ადგილზეა და 4.3 ქულა აქვს. მეგრული ხაჭაპური მე-13 პოზიციაზეა, ხოლო ფენოვანი ხაჭაპური - მე-16 ადგილზე; ორივე კერძს 4.3 ქულა აქვს.

TasteAtlas განმარტავს, რომ რეიტინგები მომხმარებლების შეფასებებს ეფუძნება. Top 100 Cheese Dishes in the World-ის შემთხვევაში, 2026 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით, სულ 16 834 შეფასება იყო დაფიქსირებული, რომელთაგან პლატფორმის სისტემამ 11 180 შეფასება ლეგიტიმურად მიიჩნია. თავად TasteAtlas აღნიშნავს, რომ რეიტინგები საბოლოო გლობალურ დასკვნად არ უნდა განიხილებოდეს და მათი მიზანი ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოსადმი ინტერესის გაღვივებაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

BM.GE

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

BM.GE

რუსული ხორბლის ექსპორტზე ბაჟი 1.4-ჯერ გაიზარდა

რუსული ხორბლის ექსპორტზე ბაჟი 1.4-ჯერ გაიზარდა

BM.GE

მთავრობამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტი ₾51.7 მლნ-მდე გაზარდა

მთავრობამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტი ₾51.7 მლნ-მდე გაზარდა

BM.GE