მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აჩხოტი-სნო-ჯუთას გზის რეაბილიტაციის 80-მილიონიან ტენდერში "კავკასუს როუდ პროჯექტმა" გაიმარჯვა
აჩხოტი-სნო-ჯუთას გზის რეაბილიტაციის 80-მილიონიან ტენდერში "კავკასუს როუდ პროჯექტმა" გაიმარჯვა

აჩხოტი-სნო-ჯუთას გზის რეაბილიტაციის 80-მილიონიან ტენდერში "კავკასუს როუდ პროჯექტმა" გაიმარჯვა

BM.GE29 ოქტომბერი, 2026, 17:18|bm.ge

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზაზე სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებს, გამარჯვებულად შპს „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გამოვლინდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 80 მლნ ლარს შეადგენს.

ტენდერის პირობების მიხედვით, კომპანიამ უნდა მოამზადოს საპროექტო დოკუმენტაცია და განახორციელოს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის დასრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვეა.

სამუშაოები მოიცავს გზის საფარის განახლებას, გზის მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ხიდებისა და წყალგამტარი ნაგებობების აღდგენას. ასევე, გათვალისწინებულია საყრდენი კედლების მოწყობა და ფერდობების გამაგრება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთული რელიეფისა და მეწყრული საფრთხეების მქონე მონაკვეთებზე.

პროექტის ფარგლებში უნდა მოწესრიგდეს საგზაო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაც, მათ შორის საგზაო ნიშნები, დამცავი ბარიერები და გზის მონიშვნები. ამასთან, კომპანიამ უნდა მოამზადოს გარემოსდაცვითი დოკუმენტაცია და, საჭიროების შემთხვევაში, განსახლების სამოქმედო გეგმაც.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემსრულებელს, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაოების ერთდროულად მინიმუმ ხუთ ობიექტზე წარმოება უნდა შეეძლოს.

სატენდერო კომისიის 2026 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია მოთხოვნებთან შესაბამისობაშია. კომპანიას ხელშეკრულების გასაფორმებლად და მისი შესრულების საბანკო გარანტიის წარსადგენად არაუმეტეს 10 სამუშაო დღე განესაზღვრა.

ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაღალი წნევის სარეცხი აპარატები (სად იყიდება კერხერი) და როგორ გამოიყენება

მაღალი წნევის სარეცხი აპარატები (სად იყიდება კერხერი) და როგორ გამოიყენება

BM.GE

სექტემბერში, ბანკებმა რეკორდული - 718 მილიონი ლარის ახალი იპოთეკური სესხები გასცეს

სექტემბერში, ბანკებმა რეკორდული - 718 მილიონი ლარის ახალი იპოთეკური სესხები გასცეს

BM.GE

მოსკოვზე 600-ზე მეტი დრონით მიტანილი იერიშის გამო აეროპორტებში ფრენები შეიზღუდა

მოსკოვზე 600-ზე მეტი დრონით მიტანილი იერიშის გამო აეროპორტებში ფრენები შეიზღუდა

BM.GE

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა

სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა

BM.GE