
მოსკოვზე 600-ზე მეტი დრონით მიტანილი იერიშის გამო აეროპორტებში ფრენები შეიზღუდა
29 ოქტომბრის ღამეს რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მასშტაბური იერიში განხორციელდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ქალაქის მიმართულებით 613 დრონი გაუშვეს. მან აღნიშნა, რომ თავდაცვის ძალებმა დედაქალაქთან მიახლოებისას 231 აპარატი გაანადგურეს, თუმცა ნაწილიწ განეიტრალება ვერ მოხერხდა. სობიანინის ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია.
აღსანიშნავია, რომ დრონების იერიშის გამო, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ვნუკოვოს, დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებში ფრენები დროებით შეზღუდა. მოგვიანებით ჟუკოვსკის აეროპორტმა ჩვეულ რეჟიმში მუშაობა განაახლა, თუმცა დანარჩენ ორ ობიექტზე შეზღუდვები კვლავ მოქმედებს. შექმნილი ვითარების გამო, სტამბოლიდან მოსკოვისკენ მიმავალი ორი სამგზავრო თვითმფრინავი უკან გაბრუნდა.
ცნობისთვის, ოქტომბერში უპილოტო საფრენი აპარატების იერიშებმა მოსკოვის საჰაერო მიმოსვლა რამდენჯერმე შეაფერხა. მათ შორის, 23 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმისას რეგიონის ოთხივე მთავარმა აეროპორტმა რეისების მიღება და ფრენები სრულად შეაჩერა.
BM.GE
წყარო: bm.ge