
"ადამიანები უბრალოდ კვადრატულ მეტრებს აღარ ყიდულობენ, ყიდულობენ ხარისხიან ცხოვრებას" - Tempo-ს დამფუძნებელი
დეველოპერული ბრენდის Tempo-ს დამფუძნებლის და აღმასრულებელი დირექტორის, ვალერი გასიტაშვილის თქმით, კომპანიის მიზანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც რეალურად აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას.
როგორც მან "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, ბრენდი ეფუძნება იმის გააზრებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დრო ადამიანებისთვის.
"როდესაც Tempo-ს შექმნაზე დავიწყეთ ფიქრი, გავიაზრეთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს აქვს, ეს არის დრო. შესაბამისად, მივედით იქამდე, რომ დღეს ადამიანები უბრალოდ კვადრატულ მეტრებს აღარ ყიდულობენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება საინვესტიციო თუ საცხოვრებელი მიზნით, ისინი ყიდულობენ ხარისხიან ცხოვრებას და ეძებენ შესაძლებლობას, რომ მეტი დრო დარჩეთ ცხოვრებისთვის და კომფორტისთვის. ამ ფილოსოფიას დავაფუძნეთ Tempo. ჩვენი პროექტები გვინდა, რომ ემსახურებოდეს ადამიანებს და მორგებული იყოს მათ კომფორტზე და ცხოვრების ხარისხზე. აქედან გამომდინარე, სახელიც შემთხვევითი არ არის, Tempo ჩვენთვის იდეაში ნიშნავს ტემპს, სიზუსტეს და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობას დროის მიმართ.
პრაქტიკაში ამის განხორციელებისთვის ძალიან საპასუხისმგებლო გზა არის გასავლელი. პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარია, ეს არის სწორი დაგეგმვა. როდესაც მშენებლობა იწყება, მაგ დღეს არ იწყება პროექტი, ეს ყველაფერი ბევრად უფრო ადრე იწყება. ვიწყებთ ლოკაციის ანალიზით, შესაფერისობის კვლევით. ამ ყველაფერს ვაფუძნებთ არქიტექტურულ კონცეფციას და იდეას, თუ რა უნდა გადმოსცეს პროექტმა. შესაბამისად, ხშირად გვაქვს ისეთი ამბიციური არქიტექტურული გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენი ექსპერტიზა ვერ ფარავს, ამიტომ ვთანამშრომლობთ უცხოელ ექსპერტებთან, რომლებიც გვეხმარებიან ამ ამბიციური გადაწყვეტილებების გადაჭრაში. ასევე, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენივე პროექტების მართვის კომპანია SITA-ს, რომელიც სრულად მართავს პროექტის ციკლს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაგეგმვის დროს ვგეგმავთ ისე, რომ ეს ყველაფერი რეალურად შესრულდეს",- ამბობს ვალერი გასიტაშვილი.
დამფუძნებელმა კომპანიის პროექტებზეც ისაუბრა. Tempo, რომელიც ბათუმში, „ქალაქი ქალაქში“ კონცეფციით ქმნის ეკოსისტემას, პორტფელში აერთიანებს ბრენდებს, როგორიც არის Queen’s Residence, Serenade და ახალი SENSA.
"ორ წელიწადზე ოდნავ მეტი არის გასული და ჩვენი ერთ-ერთი პროექტი Queens Residence-ის პირველი ბლოკი დასასრულს უახლოვდება. ჩვენი ჩანაფიქრი ძალიან მალე ხორცს შეისხამს და ვფიქრობთ, რომ აგვისტოს თვეში უკვე გვექნება გახსნა.
Sensa ჩვენი უახლესი პროექტია, რომლის წარდგენა ჩვენს სოციალურ სივრცეებში უკვე გავაკეთეთ, თუმცა მისი ოფიციალური პრეზენტაცია 21 ივლისს გვაქვს დაგეგმილი და იქ კიდევ უფრო მეტს გავაცნობთ ჩვენს პოტენციურ მომხმარებლებს.
ვფიქრობ, რომ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი და ზოგადად ქალაქის განვითარება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. იზრდება ინფრასტრუქტურა, გაფართოვდა ავიამიმოსვლა, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ბათუმში ცხოვრებით ან საკუთარი კაპიტალის განთავსებით. ეს ყველაფერი მიგვიყვანს იქამდე, რომ კონკურენცია არ იქნება მხოლოდ ფასით, კონკურენცია გადავა ხარისხზე და გადავა იმ ბრენდის გამოცდილებაზე, რომელსაც დეველოპერი შექმნის. შესაბამისად, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ვფიქრობთ, რომ ეს ბაზარი კიდევ უფრო განვითარდება და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ამ განვითარებას ფეხი ავუწყოთ და შევეცადოთ დღეს დავინახოთ ის, რაც მომავალში უნდა იყოს ამ ბაზარზე",- აღნიშნა მან.
BM.GE
წყარო: bm.ge