მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა ₾2.7 მლრდ-მდე გაიზარდა - Galt & Taggart
ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა ₾2.7 მლრდ-მდე გაიზარდა - Galt & Taggart

ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის ზომა ₾2.7 მლრდ-მდე გაიზარდა - Galt & Taggart

BM.GE7 აგვისტო, 2026, 23:15|bm.ge

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ადგილობრივი კორპორატიული საჯარო ობლიგაციების ბაზრის მოცულობამ 2026 წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით 2,708 მილიარდი ლარი შეადგინა.

გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ ბოლო წლებში კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი მნიშვნელოვანი ზრდით ხასიათდება. თუ 2016 წელს ბაზრის მოცულობა სულ რაღაც 257 მილიონ ლარს შეადგენდა, 2023 წელს მან 1.9 მილიარდს მიაღწია, ხოლო 2025 წლიდან სტაბილურად 2.69-2.71 მილიარდი ლარის ფარგლებში ნარჩუნდება.

ვალუტების მიხედვით, გადანაწილება 2026 წლის 6 თვის მონაცემებით, ბაზარზე გამოშვებული ობლიგაციები ძირითადად ორ ვალუტაშია ნომინირებული:

• ლარი: 1,372 მილიარდი ლარი (საერთო მოცულობის დაახლოებით ნახევარი); • აშშ დოლარი (USD): 1,214 მილიარდი ლარის ექვივალენტი; • ევრო (EUR): 122 მილიონი ლარის ექვივალენტი.

სექტორული გადანაწილება ადგილობრივი კორპორატიული საჯარო ობლიგაციების ბაზარი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მოიცავს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს:

• ფინანსები: 18% • ავტო: 15% • ჯანდაცვა: 13% • საბანკო სექტორი: 11% • უძრავი ქონების მართვა: 10% • ენერგეტიკა: 9% • საკვები და სასმელი: 7%

როგორც მონაცემები აჩვენებს, კორპორატიული ობლიგაციების გამოშვებით აქტიურად სარგებლობენ როგორც ფინანსური და საავტომობილო სექტორები, ისე ჯანდაცვისა და უძრავი ქონების მართვის კომპანიები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი 7%-ით; ფსკერის დარღმავების სამუშაოები 30%-ით მცირდება - განახლებული პროექტი

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის ფართობი 7%-ით; ფსკერის დარღმავების სამუშაოები 30%-ით მცირდება - განახლებული პროექტი

BM.GE

ტრამპი აშშ-ში დაბადებით მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების შეზღუდვას კვლავ ცდილობს

ტრამპი აშშ-ში დაბადებით მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების შეზღუდვას კვლავ ცდილობს

BM.GE

რესტორანში სადილი 12%-ით გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები ივლისში?

რესტორანში სადილი 12%-ით გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები ივლისში?

BM.GE

საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ

საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ

BM.GE