მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ

საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ

BM.GE7 აგვისტო, 2026, 22:44|bm.ge

1-ელი სექტემბრიდან ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები შეღავათიანი ტარიფებით ისარგებლებენ.

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, მოსწავლეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა სრულად უფასო იქნება, ხოლო სტუდენტები მგზავრობის საფასურზე 50%-იან შეღავათს მიიღებენ.

შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი აქტიური სტატუსი და ფლობენ საქართველოს ბანკის sCool Card ან Student Card. ბარათების მფლობელებისთვის შეღავათი პირველი სექტემბრიდან ავტომატურად გააქტიურდება.

ინფორმაციისთვის, ქუთაისის უმაღლეს სასწავლებლებში წელს ჩარიცხული სტუდენტები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას სტუდენტური სტატუსის გააქტიურებისთანავე შეძლებენ.

მომხმარებლებს, რომლებსაც საქართველოს ბანკის sCool Card ან Student Card ჯერ არ აქვთ, მისი შეკვეთა, ონლაინ, მარტივად, რამდენიმე წამში მობილბანკიდან და sCoolApp-დან არის შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორაციულ ბანკად მესამედ დაასახელატვ პირველი
  • ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო საინვესტიციო ბანკ J.P. Morgan-ის ორგანიზებულ განვითარებადი ფინანსური ბაზრების შესაძლებლობების კონფერენციაშიიმედი
  • ქუჩებს სავსე ტრიბუნად გადავაქცევთ და ხმაურს მოედანზე გადავიტანთ - ქომაგობა არ ჩერდება | საქართველოს ბანკი - საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორიარუსთავი 2
  • აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანის სანქციების გვერდის ავლის გამო ახალი შეზღუდვები დაუწესაფორმულა
ბანკის →

მსგავსი სტატიები

ინფრასტრუქტურის სამინისტროს 51 შტატგარეშე თანამშრომლის აყვანის უფლება მიეცა - განკარგულება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს 51 შტატგარეშე თანამშრომლის აყვანის უფლება მიეცა - განკარგულება

BM.GE

"ჯერ თქვენი თვალიდან ამოიღეთ დირე და მერე ილაპარაკეთ კორუფციაზე" - ღარიბაშვილის მორიგი წერილი

"ჯერ თქვენი თვალიდან ამოიღეთ დირე და მერე ილაპარაკეთ კორუფციაზე" - ღარიბაშვილის მორიგი წერილი

BM.GE

ბესენტი ჩინელ კოლეგას შეხვდა - მხარეებმა ვაჭრობასა და AI-ზე ისაუბრეს

ბესენტი ჩინელ კოლეგას შეხვდა - მხარეებმა ვაჭრობასა და AI-ზე ისაუბრეს

BM.GE

აგვისტოში, საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა - ასოციაციის შეფასება

აგვისტოში, საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა - ასოციაციის შეფასება

BM.GE