მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ადვოკატი აცხადებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ადვოკატი აცხადებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული

ადვოკატი აცხადებს, რომ თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 02:15|bm.ge

ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატის, ლექსო სვიმონიშვილის განცხადებით, თამაზ ელიზბარაშვილის დაკავება მოხდა ადმინისტრაციული წესით და ახლა მთავარ სამმართველოში გადაჰყავთ. ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

მისივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულება ვერ მოხერხდა.

„ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულება ვერ მოხერხდა, ვინაიდან, მოხდა თამარ ელიზბარაშვილის დაკავება ადმინისტრაციული წესით. ნებისმიერი პოლიციელი რომ გააჩერო, თავადაც არ იციან [მიზეზი რა იყო], თავადაც ვერ გაგცემენ მაგაზე პასუხს. ჩემი კოლეგა აცხადებს, რომ მოხდა მის წინააღმდეგ ძალადობა, რასაც მე პირადად არ შევსწრებივარ, თუმცა იყო ძალიან აგრესიული დამოკიდებულება. სისხლის სამართლის მუხლი არ არის დაკავებული, როგორც ვიცი, გადაჰყავთ მთავარ სამმართველოში. ამ ეტაპზე ბრალდებული არ არის, უბრალოდ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედები, რის შემდეგაც მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება“, - განაცხადა ადვოკატმა.

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ელიზბარაშვილი სამართალდამცველებმა ხელბორკილით პოლიციის ავტომობილში ჩასვეს. ადგილზე ხმაურიც იყო.

„ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილის ჩხრეკა მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაკავებული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • შსს: თამაზ ელიზბარაშვილი პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით არის დაკავებულიფორმულა
  • დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდაიმედი
  • პროკურატურამ დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინატვ პირველი
  • დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდარუსთავი 2
დაკავებული →ადვოკატი →

მსგავსი სტატიები

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

BM.GE

სწრაფი კვების უმსხვილესი სარესტორნო ქსელების რეიტინგი

სწრაფი კვების უმსხვილესი სარესტორნო ქსელების რეიტინგი

BM.GE

1-ევროიანი სახლები სიცილიაში: ქალაქი ნარო ახალ პროგრამას იწყებს

1-ევროიანი სახლები სიცილიაში: ქალაქი ნარო ახალ პროგრამას იწყებს

BM.GE

რა არის $250-მილიონიანი სესხის განაკვეთი, რომლითაც თბილისის შემოვლითი გზა აშენდება

რა არის $250-მილიონიანი სესხის განაკვეთი, რომლითაც თბილისის შემოვლითი გზა აშენდება

BM.GE