მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რა არის $250-მილიონიანი სესხის განაკვეთი, რომლითაც თბილისის შემოვლითი გზა აშენდება
რა არის $250-მილიონიანი სესხის განაკვეთი, რომლითაც თბილისის შემოვლითი გზა აშენდება

რა არის $250-მილიონიანი სესხის განაკვეთი, რომლითაც თბილისის შემოვლითი გზა აშენდება

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 03:55|bm.ge

საქართველოს მთავრობასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმებული $250-მილიონიანი სასესხო შეთანხმება პარლამენტს რატიფიცირებისთვის წარედგინა. სესხი თბილისის შემოვლითი გზის მე-4 და მე-5 ლოტების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული.

საპარლამენტო განხილვებისთვის წარდგენილ დოკუმენტში მითითებულია, რომ სესხის ვადა 23 წელია, საიდანაც 8 წელი შეღავათიან პერიოდს წარმოადგენს. სესხი აშშ დოლარშია ნომინირებული, ხოლო საპროცენტო განაკვეთი კი ცვლადია.

სესხის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება SOFR-ს დამატებული 0.70%-იანი ფიქსირებული მარჟით. შესაბამისად, საბოლოო საპროცენტო განაკვეთი დამოკიდებული იქნება შესაბამის პერიოდში SOFR-ის მაჩვენებელზე.

SOFR (Secured Overnight Financing Rate) არის აშშ დოლარში მოკლევადიანი, უზრუნველყოფილი საბაზრო დაფინანსების საორიენტაციო განაკვეთი. ის აშშ-ის სახაზინო ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილ ოპერაციებზე დაყრდნობით გამოითვლება და საერთაშორისო სესხებში დოლარის საპროცენტო განაკვეთის ერთ-ერთ მთავარ ბენჩმარკს წარმოადგენს.

მაგალითად, თუ კონკრეტულ პერიოდში SOFR 4%-ია, სესხის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 4.70% იქნება. ამასთან, 0.70%-იანი მარჟა სესხის მთელი ვადის განმავლობაში ფიქსირებულია, ხოლო ცვლადი კომპონენტი, SOFR, საბაზრო პირობების შესაბამისად იცვლება.

სესხის შეთანხმება ითვალისწინებს $250 მილიონამდე დაფინანსებას, რომლის გამოყენებაც თბილისის შემოვლითი გზის მე-4 და მე-5 ლოტების მშენებლობისთვის არის გათვალისწინებული.

რა მონაკვეთები აშენდება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შემოვლითი მაგისტრალის მე-4 და მე-5 ლოტების საერთაშორისო ტენდერები 2026 წლის 19 ივნისს გამოაცხადა. ტენდერებში ინტერესის გამოხატვის ვადა თავდაპირველად 3 აგვისტოს იწურებოდა, თუმცა მთავრობამ ვადა 14 სექტემბრამდე გაახანგრძლივა.

მე-4 ლოტი დაახლოებით 8.7-კილომეტრიან აეროპორტი-ლოჭინის მონაკვეთს მოიცავს და თბილისის შემოვლით გზას ლოჭინის სატრანსპორტო კვანძთან დააკავშირებს. სამუშაოების დაწყებიდან მისი მშენებლობის ვადა 30 თვეა.

მე-5 ლოტი, ლოჭინი-რუსთავის მონაკვეთი, 10.2 კილომეტრის სიგრძისაა და შემოვლითი გზის სამხრეთ ნაწილს წარმოადგენს. მისი მშენებლობის ვადა 20 თვეა.

ორივე ლოტის დაფინანსება ADB-ის სესხით იგეგმება, ხოლო მათი ჯამური ღირებულება დაახლოებით $250 მილიონია.

პროექტი თბილისის შემოვლით გზას აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის, E60-ის, მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. მისი მიზანია სატრანზიტო ნაკადების გადაადგილების გაუმჯობესება, თბილისში სატრანსპორტო დატვირთვის შემცირება, მგზავრობის დროის შემცირება და რეგიონული და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება.

რა ხდება შემოვლითი გზის სხვა მონაკვეთებზე

პარალელურად, სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს შემოვლითი გზის მე-2 და მე-3 ლოტებზეც.

წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის სავარაუდო ღირებულება 490 მილიონი ლარია, ამ ეტაპზე კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შეფასება მიმდინარეობს. ტენდერში შეთავაზებული ფასები 520 მილიონი ლარიდან 952 მილიონ ლარამდე მერყეობს და არცერთ მონაწილეს 490 მილიონ ლარზე დაბალი ფასი არ დაუფიქსირებია.

რაც შეეხება ავჭალა-აეროპორტის 22.5-კილომეტრიან მონაკვეთს, ტენდერში მონაწილეობა რვა კომპანიამ მიიღო. მისი სავარაუდო ღირებულება 932 მილიონი ლარია. ამ შემთხვევაშიც წინადადებების შეფასება მიმდინარეობს. მონაწილეების მიერ დაფიქსირებული ფასები 950 მილიონი ლარიდან 1.16 მილიარდ ლარამდე მერყეობს.

სასესხო შეთანხმების რატიფიცირების საკითხზე პარლამენტში მომხსენებლებად საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი არიან დანიშნული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 196 სტატია.

  • უთანხმოების მიზეზად ქცეული საიმიგრაციო პოლიტიკა - უნგრეთის პრემიერი ევროკავშირს აკრიტიკებს. პეტერ მადიარი ევროკავშირის მმართველობით კრიზისზე და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსის ავარიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლაფორმულა
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
  • 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

რას მოიცავს Honda-სა და Nissan-ის ახალი პარტნიორობა?

რას მოიცავს Honda-სა და Nissan-ის ახალი პარტნიორობა?

BM.GE

გაყიდვების ზრდა არ არის, ხარჯები კი იზრდება - რა გამოწვევები აქვთ მცირე მარნებს?

გაყიდვების ზრდა არ არის, ხარჯები კი იზრდება - რა გამოწვევები აქვთ მცირე მარნებს?

BM.GE

ესპანეთი სამუშაო კვირის 40-დან 37.5 საათამდე შემცირებას განიხილავს

ესპანეთი სამუშაო კვირის 40-დან 37.5 საათამდე შემცირებას განიხილავს

BM.GE

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

ესპანეთში 2026 წელს სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 5 232 შემთხვევა დაფიქსირდა - რეკორდული მაჩვენებელი 2015 წლის შემდეგ

BM.GE