მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობა "ბიზნეს ინკუბატორის" პროექტს ხურავს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობა "ბიზნეს ინკუბატორის" პროექტს ხურავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობა "ბიზნეს ინკუბატორის" პროექტს ხურავს

BM.GE1 ივნისი, 2026, 16:29|bm.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობა "ბიზნეს ინკუბატორის" პროექტს ხურავს - ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ დადგენილებაშია აღნიშნული. პროექტი 2021 წლიდან არსებობდა და ის დევნილი მოსახლეობის მეწარმეობის წახალისებას ისახავდა მიზნად.

პროექტი ასევე მოიცავდა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების, სტაჟირების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას და საერთაშორისო განვითარების სააგენტოებთან პარტნიორობას. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშის თანახმად, ამ სააგენტოში შვიდი ადამიანი იყო დასაქმებული.

ბიზნეს ინკუბატორის 2025 წლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა, თუმცა 2024 წლის მდგომარეობით სააგენტოს 14 მეწარმესთან ჰქონდა შეთანხმებები გაფორმებული, ამასთან 2024 წლის I კვარტალში, USAID-ის პროექტის ფარგლებში, დაფინანსდა 4 ერთობლივი (4 ქართველი და 4 აფხაზი) ქართულ-აფხაზური ბიზნეს პროექტი ჯამური თანხით 10 472 ლარი. კერძოდ:

• იდეალის ჯიშის ნიგვზის ნერგები — 3,600 ლარი • მოტობლოკის შეძენა სანერგე მეურნეობის გაფართოებისთვის — 2,300 ლარი • რკინის ნაკეთობების წარმოებისთვის ხელსაწყოების შეძენა — 3,070 ლარი • ქალის ტანსაცმლის ბიზნესი — 1,502 ლარი

"ბიზნეს ინკუბატორში 2018-2022წ.წ. ხორციელდებოდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული 4-წლიანი საგრანტო პროექტი, რომლის მიზანს წარმოადგენდა ავტომატური მართვის მექანიზმით აღჭურვილი, ენერგოდამზოგი და უსაფრთხო, მასობრივი მოხმარების ქარძრავის წარმოება. საანგარიშო პერიოდში ბიზნეს ინკუბატორსა და შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდს შორის გაფორმებული №AR-18-2653 საგრანტო პროექტის ფარგლებში, ასევე ბიზნეს ინკუბატორის მიმართვის საფუძველზე, რუსთაველის ფონდის მიერ, ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად, კერძოდ საწარმოო ხაზის მოსაწყობად, განსაზღვრულ დამატებით ვადაში (2024 წლის 3 აპრილი), შეძენილ იქნა კომპიუტერული ტექნიკა - სამგანზომილებიანი 3 D პრინტერი", - ნათქვამია ბიზნეს ინკუბატორის უკანასკნელ საჯაროდ გამოქვეყნებულ საქმიანობის ანგარიშში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობსიმედი
  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE