მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგროსასურსათო პროდუქციის მოყვანა წლიდან წლამდე ძვირდება - "ფერმერთა ასოციაცია"
აგროსასურსათო პროდუქციის მოყვანა წლიდან წლამდე ძვირდება - "ფერმერთა ასოციაცია"

აგროსასურსათო პროდუქციის მოყვანა წლიდან წლამდე ძვირდება - "ფერმერთა ასოციაცია"

BM.GE6 სექტემბერი, 2026, 01:39|bm.ge

„ფერმერთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, რატი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, აგროსასურსათო პროდუქციაზე ფასების კლების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რადგან ფერმერებს წარმოება წლიდან წლამდე უფრო ძვირი უჯდებათ.

როგორც კოჭლამაზაშვილი BMG-სთან აცხადებს, მიმდინარე წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აგროსასურსათო სექტორში ფასების 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც საერთო ინფლაციურ პროცესებში ერთ-ერთი წამყვანი მაჩვენებელია.

მისივე განმარტებით, ფასების მატება ლოგიკურია და რამდენიმე ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული.

„გაზაფხულზე ბევრს ვსაუბრობდით, რომ გაიზარდა ფასები დიზელზე, ტრანსპორტირების შეზღუდვების გამო გაიზარდა მოწოდება და შესაბამისად, ფასები აგროსაშუალებებზე.

წლიდან წლამდე იზრდება ფასი მუშახელზე და ფერმერს სხვა თანმდევი ხარჯები ეზრდება. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ მოლოდინი არ გვქონდა, რომ ფასები შემცირდებოდა. პირიქით, ვფიქრობდით, რომ ფასები გაიზრდებოდა, რადგან ფერმერს უფრო ძვირი უჯდება პროდუქციის წარმოება და ეს ინფლაციის მაჩვენებელმაც დაადასტურა“, - აცხადებს კოჭლამაზაშვილი BMG-სთან.

მისივე შეფასებით, სამომავლო პროგნოზებიც პესიმისტურია, რადგან, წარმოების თვითღირებულება მომავალ წელსაც მაღალი იქნება.

„ორი ყველაზე აქტიური ციკლი გვაქვს - გაზაფხული და შემოდგომა. საშემოდგომო კულტურებისთვის მიწის დამუშავების, ხვნა-თესვის პერიოდში დიზელის ფასი კვლავ ძალიან მაღალ ნიშნულზეა. ეს ნიშნავს, რომ წელს გაწეული ძვირი შრომა პირდაპირ აისახება მომავალი წლის პროდუქციის თვითღირებულებაზე. სამწუხაროდ, ტენდენცია კვლავ ნარჩუნდება და ფასების კლების რესურსი ჯერჯერობით არ ჩანს,“ - აღნიშნავს „ფერმერთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი.

მისი თქმით, ინფლაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო სწორედ სოფლის მეურნეობის პროდუქციაა, რაც მძიმე ტვირთად აწვება მომხმარებელს, თუმცა ფერმერული მეურნეობებისთვის სხვა გამოსავალი, გაზრდილი ხარჯების ფონზე, არ არსებობს.

საქსტატის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოში წლიური ინფლაცია 5.6%-მდე გაიზარდა, ეს წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით მეტია და ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-ს 2.6 პროცენტული პუნქტით აღემატება. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა ტრანსპორტის ჯგუფმა, რომელშიც წამყვანი ადგილი საწვავის ფასის ზრდას უჭირავს. გარდა ამისა, ინფლაციაზე გავლენა მოახდინა სურსათის გაძვირებამ; ასევე, კომუნალური გადასახადების მატებამ, რაც აპრილიდან მოქმედებს და ჯანდაცვის სექტორში ფასების მატებამ.

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.81 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების საწვავით ექსპლუატაციაზე (20.8 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (12.8 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.72 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (7.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.5 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-6.1 პროცენტი).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"უამრავი გეგმა გვაქვს" - რა პროექტებზე მუშაობს "ამბასადორი ჯგუფი"?

"უამრავი გეგმა გვაქვს" - რა პროექტებზე მუშაობს "ამბასადორი ჯგუფი"?

BM.GE

კურორტ გოდერძიზე 20-მდე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი - ზურაბ პატარაძე

კურორტ გოდერძიზე 20-მდე ახალი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაა დაგეგმილი - ზურაბ პატარაძე

BM.GE

პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" ამოქმედდება – განკარგულება

პირველკლასელებისთვის ახალი პროგრამა "ჩემი პირველი ნერგი" ამოქმედდება – განკარგულება

BM.GE

აშშ–მ თურქულ ბანკს სანქციები დაუწესა – ფინანსური ინსტიტუტი სამართლებრივი დავით იმუქრება

აშშ–მ თურქულ ბანკს სანქციები დაუწესა – ფინანსური ინსტიტუტი სამართლებრივი დავით იმუქრება

BM.GE