მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგვისტოში ბენზინი 3-12 თეთრით, დიზელი 25-71 თეთრით გაძვირდა | სად/რა ფასად შეიძენთ საწვავს?
აგვისტოში ბენზინი 3-12 თეთრით, დიზელი 25-71 თეთრით გაძვირდა | სად/რა ფასად შეიძენთ საწვავს?

აგვისტოში ბენზინი 3-12 თეთრით, დიზელი 25-71 თეთრით გაძვირდა | სად/რა ფასად შეიძენთ საწვავს?

BM.GE27 აგვისტო, 2026, 17:08|bm.ge

საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბენზინის და დიზელის ფასი 3-71 თეთრით გაიზარდა. ამასთან, სხვადასხვა გასამართ სადგურზე ბენზინი 3-12 თეთრით გაიზარდა, ხოლო 25-71 თეთრით გაძვირდა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Gulf-ის ქსელში აგვისტოს განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავზე 4-ჯერ გაიზარდა. ჯამში ამ ბრენდის გასამართ სადგურებზე ფასი 9-30 თეთრით გაიზარდა.

შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

• G-Force სუპერი - ₾4.29; ზრდა - 9 თეთრი; • G-Force პრემიუმი - ₾3.87; ზრდა - 10 თეთრი; • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.69; ზრდა - 10 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾3.69; ზრდა - 10 თეთრი; • G-Force ევრო დიზელი - ₾4.47, ზრდა - 30 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.37, ზრდა - 30 თეთრი;

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 5 აგვისტოს შემდეგ ექვსჯერ შეიცვალა, ბოლოს ზრდის შედეგად კი საწვავი თვის განმავლობაში 3-33 თეთრით გაძვირდა. დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

• A1 სუპერი 100 - ₾4.35, ზრდა - 3 თეთრი; • ეკო სუპერი - ₾4.26; ზრდა - 3 თეთრი; • ეკო პრემიუმი - ₾3.85; ზრდა - 3 თეთრი; • ეკო დიზელი - ₾4.47, ზრდა - 33 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.42, ზრდა - 33 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾3.71; ზრდა - 3 თეთრი; • დიზელ ენერჯი - ₾4.37, ზრდა - 33 თეთრი;

Connect-ის ქსელში აგვისტოს თვეში საწვავის ღირებულება 3-ჯერ შეიცვალა. ბოლო კორექტირება 18 აგვისტოს მოხდა. ყველაზე მეტად დიზელი გაძვირდა, ბოლო პერიოდში კი ბენზინის და დიზელის ფასები 10-35 თეთრით გაძვირდა. დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:

• სუპერი - ₾3.90, ზრდა - 10 თეთრი; • პრემიუმი - ₾3.75, ზრდა - 10 თეთრი; • რეგულარი - ₾3.60, ზრდა - 10 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾3.25, ზრდა - 30 თეთრი; • დიზელი - ₾4.10, ზრდა - 35 თეთრი;

Socar-ის გასამართი სადგურების აგვისტოში 4-ჯერ გაიზარდა. ბოლო კორექტირება 19 აგვისტოს მოხდა და სხვადასხვა ტიპის საწვავი 7-71 თეთრით გაძვირდა. დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

• ნანო სუპერი - ₾4.24, ზრდა - 12 თეთრი; • ნანო პრემიუმი - ₾3.80, ზრდა - 7 თეთრი; • ნანო ევრო რეგულარი - ₾3.63, ზრდა - 4 თეთრი; • ევრო 5 დიზელი - ₾4.20; ზრდა - 25 თეთრი; • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.30; ზრდა - 71 თეთრი;

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.

Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

• Efix სუპერი - ₾4.30; • Efix ევრო პრემიუმი - ₾3.88; • ევრო რეგულარი - ₾3.68; • Efix ევრო დიზელი - ₾4.46; • ევრო დიზელი - ₾4.39;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

• Super ecto – ₾4.27; • Premium Avangard - ₾3.86; • Euro Regular - ₾3.70; • Euro Diesel - ₾4.45;

ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული. თუმცა ივლისის მეორე ნახევარში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს. ივლისის ბოლოსთვის სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი დაახლოებით 20 თეთრამდე იყო გაძვირებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საწვავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • „ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესია ოკუპანტებთან“ - ბესო შენგელია აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზეტვ პირველი
  • საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედისფორმულა
  • გიორგი ახობაძე: მე მგონი უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშითიმედი
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
საწვავის →

მსგავსი სტატიები

მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დააჯარიმა - მიზეზი

მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დააჯარიმა - მიზეზი

BM.GE

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება - 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება - 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო

BM.GE

დროებითი მოდულური სკოლები განთავსდება იქ, სადაც სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს - სამინისტრო

დროებითი მოდულური სკოლები განთავსდება იქ, სადაც სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს - სამინისტრო

BM.GE

გივი მიქანაძე ჩინური სასწავლებლების დელეგაციას შეხვდა | რაზე ისაუბრეს?

გივი მიქანაძე ჩინური სასწავლებლების დელეგაციას შეხვდა | რაზე ისაუბრეს?

BM.GE