
კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელა - Netgazeti
ირაკლი კობახიძე ადასტურებს, რომ აფხაზეთში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბენზინის გადატანა საქართველოს მთავრობასთან იყო შეთანხმებული. ამის შესახებ მან დღეს, 18 აგვისტოს განაცხადა ბრიფინგზე.
მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ამ თემას გარკვეული პოლიტიკური მგრძნობელობა გააჩნია, ბიზნესმა მიმართა მთავრობას და მათ მისცეს ნებართვა, ევაჭრათ ბენზინით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
კობახიძის თქმით, მათ ამ საკითხის ირგვლივ დაინახეს “სარგებელი მათ შორის ნდობის აღდგენის კუთხით”.
მისივე ინფორმაციით, ინიციატივა ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოდიოდა, რადგან იქ საწვავი გამოილია. თუმცა არ იცის, ეს ინიციატივა აფხაზეთში ბიზნესს გაუჩნდა თუ ვინმე სხვას.
კობახიძე ფიქრობს, რომ აფხაზეთში ადამიანები კმაყოფილები არიან თბილისის გადაწყვეტილებით.
რაც შეეხება მოცულობას, მისი მონაცემებით, უკვე შესულია 680 ტონა საწვავი. მისი თქმით, ეს ძალიან დიდი მოცულობა არ არის, თუმცა საკმარისია ჰუმანიტარულ კრიზისზე რეაგირებისთვის. მან დააანონსა, რომ საწვავი ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ შევა.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
ნეტგაზეთი
წყარო: netgazeti.ge