მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგვისტოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 24% თბოსადგურებზე მოდიოდა, მოხმარება კვლავ შემცირდა - თიბისი კაპიტალი
აგვისტოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 24% თბოსადგურებზე მოდიოდა, მოხმარება კვლავ შემცირდა - თიბისი კაპიტალი

აგვისტოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 24% თბოსადგურებზე მოდიოდა, მოხმარება კვლავ შემცირდა - თიბისი კაპიტალი

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 19:40|bm.ge

აგვისტოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 24% თბოსადგურებზე მოდიოდა.

"თიბისი კაპიტალის" მონაცემებით, ზაფხულის ბოლო თვეში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 3.8%-ით გაიზარდა და 1,315 გვტ. სთ შეადგინა.

ელექტროენერგიის გამომუშავება წყაროების მიხედვით

• ჰიდრო: 987 გვტ. სთ (+4.7% წ/წ) • თბოგენერაცია: 316 გვტ. სთ (-0.2% წ/წ) • ქარი: 10.0 გვტ. სთ (+23.9% წ/წ) • მზე: 2.1 გვტ. სთ

წყარო: თიბისი კაპიტალი

რაც შეეხება მოხმარებას - აგვისტოში საქართველომ 1,265 გვტ. საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 3.6%-ით ჩამორჩება 2025 წლის მაჩვენებელს.

კლება იყო როგორც საცალო (-3.3%) და მსხვილი მომხმარებლების (-4.5%), ისე აფხაზეთის ნაწილში (-3.1%)

2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში კი, საქართველოში ჯამურად გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 1.1%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც, 2026 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 2.8%-ითაა გაზრდილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„სეზონის გახსნის თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია“ – რა სიახლეები დახვდებათ გუდაურში დამსვენებლებს?

„სეზონის გახსნის თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია“ – რა სიახლეები დახვდებათ გუდაურში დამსვენებლებს?

BM.GE

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

რუსეთის წინააღმდეგ ახალი საზღვაო ალიანსი იქმნება

BM.GE

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს დემოკრატების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა

BM.GE

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

"საქართველოში ბინის შიდა განვადებით შეძენა უფრო ადვილი გახდა, ვიდრე მტვერსასრუტის განვადებით ყიდვა"|ეკონომისტი

BM.GE