მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგვისტოში ₾2 400-ზე მეტ ხელფასს 358 ათასი დასაქმებული იღებდა - როგორია სახელფასო განაწილება საქართველოში? | PMCG
აგვისტოში ₾2 400-ზე მეტ ხელფასს 358 ათასი დასაქმებული იღებდა - როგორია სახელფასო განაწილება საქართველოში? | PMCG

აგვისტოში ₾2 400-ზე მეტ ხელფასს 358 ათასი დასაქმებული იღებდა - როგორია სახელფასო განაწილება საქართველოში? | PMCG

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 18:38|bm.ge

2026 წლის აგვისტოში იმ ადამიანების წილმა, ვისი ყოველთვიური ანაზღაურებაც 2,400 ლარს ან მეტს შეადგენს, 37.1% მიაღწია - ამის შესახებ PMCG-ის "დასაქმების თრექერის" უახლეს ანგარიშში ვკითხულობთ.

კვლევის თანახმად, ეს მაჩვენებელი 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, რაც სახელფასო კატეგორიებს შორის ყველაზე მაღალი წლიური მატებაა.

PMCG-ის კვლევის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში ხელფასი სულ 966 116-მა ადამიანმა მიიღო. შესაბამისად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ხელფასის მიმღებთა რაოდენობა 2.8%-ით გაიზარდა, თუმცა ივლისის მაჩვენებელთან შედარებით სეზონური 5.7%-იანი კლება დაფიქსირდა.

დასაქმებულთა სახელფასო განაწილება ასე გამოიყურება:

₾2400-9600+

მაღალანაზღაურებად - 2 400-დან 9 600 ლარამდე ანაზღაურების სეგმენტში ამჟამად 358 ათასი მოქალაქეა დასაქმებული.

აღსანიშნავია, რომ "დასაქმების თრექერში" ცალკეა გამოყოფილი 9 600 ლარზე მაღალი შემოსავლის მქონე პირთა რაოდენობაც: იმ ადამიანების წილმა, რომლებიც თვეში 9 600 ლარს ან მეტს გამოიმუშავებენ, აგვისტოში 3.4% შეადგინა. წლიურ ჭრილში ეს მონაცემი 0.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი, თუმცა წინა თვესთან შედარებით მცირედით, 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

₾1200-2399

სიდიდით მეორე ჯგუფს საშუალო შემოსავლის მქონე კადრები წარმოადგენენ. 1 200-დან 2 399 ლარამდე სახელფასო დიაპაზონში აგვისტოში 318 ათასი ადამიანი აღირიცხა, რაც ხელფასის მიმღებთა ზუსტად მესამედს - 33%-ს შეადგენს.

₾600-1199

რაც შეეხება 600-დან 1 199 ლარამდე კატეგორიას, აქ დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 169 ათას ადამიანს გაუტოლდა. ეს მონაცემი მთლიანი ბაზრის 17%-ია და წინა პერიოდებთან შედარებით შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

₾600-მდე

ყველაზე დაბალანაზღაურებად, 600 ლარამდე კატეგორიაში აგვისტოში ხელფასის მიმღებთა 12.5% დაფიქსირდა, რაც დაახლოებით 121 ათასი ადამიანია. მართალია, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით ამ ჯგუფის წილი 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირებულია, თუმცა წინა თვესთან (ივლისთან) შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით ზრდა გამოიკვეთა.

საშუალო ხელფასი

"დასაქმების თრექერის" მიხედვით, რომელიც საქსტატის მონაცემებისაც ეფუძნება, სახელფასო პირამიდის ზედა ზღვრის ზრდის პარალელურად, მატულობს ქვეყანაში საშუალო ნომინალური ხელფასიც - 2026 წლის II კვარტალში საშუალო ანაზღაურებამ 2 389 ლარი შეადგინა, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს (2 212 ლარი) 8%-ით აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში

ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში

BM.GE

ტარიფების კანონპროექტი სემეკს ჩარჩოს უწესებს, აქცენტი სოციალურ კომპონენტზე უნდა გაკეთდეს - შოთა ბერეკაშვილი

ტარიფების კანონპროექტი სემეკს ჩარჩოს უწესებს, აქცენტი სოციალურ კომპონენტზე უნდა გაკეთდეს - შოთა ბერეკაშვილი

BM.GE

როგორ მიიღეს ინვესტორებმა სერბეთის არჩევნების შედეგები?

როგორ მიიღეს ინვესტორებმა სერბეთის არჩევნების შედეგები?

BM.GE

Vento Energy-ის 43.2 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურზე ტურბინების მონტაჟი დასრულდა

Vento Energy-ის 43.2 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურზე ტურბინების მონტაჟი დასრულდა

BM.GE