
როგორ მიიღეს ინვესტორებმა სერბეთის არჩევნების შედეგები?
სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს საერთაშორისო ფინანსური ბაზრები და ინსტიტუციური ინვესტორები მკვეთრი რყევების გარეშე, მშვიდი ოპტიმიზმითა და სტაბილურობით შეხვდნენ.
სავალუტო ბაზარზე არჩევნების შედეგებს სიმშვიდე მოჰყვა. სერბული დინარი აშშ დოლართან მიმართებით 105-ის ვიწრო დიაპაზონში უცვლელად შენარჩუნდა. აღსანიშნავია, სერბეთის ეროვნული ბანკი უკვე წლებია იყენებს დე ფაქტო მართვადი მცურავი კურსის რეჟიმს, შესაბამისად, ქვეყანაში მკვეთრი სავალუტო რყევები არ არის.
სუვერენული ვალის ბაზარზე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან სერბულ ევროობლიგაციებზე მოთხოვნა სტაბილურად შენარჩუნდა. საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული 10-წლიანი ევრობონდების შემოსავლიანობა 5.58%–5.60%-ის ფარგლებში განისაზღვრა, ხოლო დოლარში დენომინირებული ანალოგიური ვადიანობის ობლიგაციების განაკვეთი 6.30%–6.60%-ის დიაპაზონში დაფიქსირდა.
რაც შეეხება აქციების ბაზარს, ბელგრადის საფონდო ბირჟა დაბალი ლიკვიდურობით ხასიათდება, სადაც საშუალო დღიური ბრუნვა 200,000-დან 500,000 ევრომდე მერყეობს. მიუხედავად ამისა, წამყვანმა საფონდო ინდექსმა BELEX15-მა მკვეთრი ზრდა აჩვენა და მისი შეფასება ერთ დღეში თითქმის 15%-ით გაიზარდა, რაც ინვესტორების დადებით განწყობაზე მიუთითებს.
საერთო ჯამში, სერბეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს.
BM.GE
წყარო: bm.ge