მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგვისტოში ინფლაციური მოლოდინები შემცირდა - ეროვნული ბანკი
აგვისტოში ინფლაციური მოლოდინები შემცირდა - ეროვნული ბანკი

აგვისტოში ინფლაციური მოლოდინები შემცირდა - ეროვნული ბანკი

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 18:33|bm.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა ინფლაციური მოლოდინები შემცირდა როგორც ერთწლიან, ისე სამწლიან პერიოდზე. ამასთან, გამოკითხულთა მოლოდინების მიხედვით, საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი თითქმის უცვლელი დარჩა, ხოლო ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული მოლოდინები შემცირდა.

ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვის მიხედვით, ივლისთან შედარებით აგვისტოში ერთწლიან პერიოდში ფასების 6%-8%-იანი ზრდის მოლოდინის მქონე რესპონდენტთა წილი მნიშვნელოვნად შემცირდა. ამავდროულად, გაიზარდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ფასების 2%-4%-ით ან 8%-ზე მეტად ზრდას ელოდებიან.

სამწლიან პერიოდში ინფლაციური მოლოდინებიც შემცირდა. კერძოდ, შემცირდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში ფასების 4%-6%-ით ან 8%-ზე მეტად ზრდას ვარაუდობენ. ამასთან, გაიზარდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების 2%-4%-იან და 6%-8%-იან ზრდას ელოდებიან.

გამოკითხვის თანახმად, საკუთარ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი ერთწლიან პერიოდში თითქმის უცვლელი დარჩა. გაიზარდა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების 2%-4%-ით ან 8%-ზე მეტად მატებას ელოდებიან, თუმცა შემცირდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც 0%-2%, 4%-6% და 6%-8%-იან ზრდას პროგნოზირებენ.

აგვისტოში, ივლისთან შედარებით, შემცირდა ხელფასების ზრდის მოლოდინიც. კერძოდ, ნაკლებია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების 20%-30%-ით ან 30%-ზე მეტად ზრდას ელოდებიან. ამავდროულად, გაიზარდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების უცვლელად შენარჩუნებას ვარაუდობენ.

გამოკითხულთა შეფასებით, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით შემცირდა კომპანიებში წარმოებისთვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობაც, რაც გულისხმობს რესურსების რეალური გამოყენების შეფარდებას მათ მაქსიმალურ გამოყენებასთან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 114 სტატია.

  • საქართველოს ეროვნული ბანკი: 2026 წლის აგვისტოში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინაიმედი
  • აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანის სანქციების გვერდის ავლის გამო ახალი შეზღუდვები დაუწესაფორმულა
  • ლაშა ჯუღელი: Nasdaq Calypso სისტემის დანერგვა ბანკებს მისცემს საშუალებას, მართონ სახაზინო ოპერაციები და ძირითადი რისკები ერთიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურაშირუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერსტვ პირველი
ბანკის →

მსგავსი სტატიები

თეთრი სახლი ომის შემდგომი პერიოდისთვის ირანის შეკავების სტრატეგიას ამზადებს

თეთრი სახლი ომის შემდგომი პერიოდისთვის ირანის შეკავების სტრატეგიას ამზადებს

BM.GE

სოცდაუცველთა სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ შემწეობა - ირაკლი კობახიძე

სოცდაუცველთა სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ შემწეობა - ირაკლი კობახიძე

BM.GE

როდესაც განიხილებოდა "ნამახვანის" პროექტი, აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო სუსტი - ირაკლი კობახიძე

როდესაც განიხილებოდა "ნამახვანის" პროექტი, აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და სახელმწიფო სუსტი - ირაკლი კობახიძე

BM.GE

ევროკავშირმა უკრაინას რაკეტებისა და დრონებისთვის €3.3 მილიარდი გამოუყო

ევროკავშირმა უკრაინას რაკეტებისა და დრონებისთვის €3.3 მილიარდი გამოუყო

BM.GE