მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კონტრაქტის გახანგრძლივების მიუხედავად, რუსთაველის რეაბილიტაციის დასრულების ვადა არ შეცვლილა - მერია
კონტრაქტის გახანგრძლივების მიუხედავად, რუსთაველის რეაბილიტაციის დასრულების ვადა არ შეცვლილა - მერია

კონტრაქტის გახანგრძლივების მიუხედავად, რუსთაველის რეაბილიტაციის დასრულების ვადა არ შეცვლილა - მერია

BM.GE2 ნოემბერი, 2026, 20:47|bm.ge

თბილისის მერი კახა კალაძე და მისი მოადგილე ირაკლი ბენდელიანი მედიასა და პოლიტიკურ ოპონენტებს რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ვადებთან დაკავშირებით „სიცრუის გავრცელებაში“ ადანაშაულებენ. მერიის მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ პროექტის დასრულება თავიდანვე ნოემბრის ბოლოს იგეგმებოდა და ოფიციალურ ვადად ოქტომბერი არასდროს დასახელებულა.

საქმე ის არის, რომ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ვადა, „გაუთვალისწინებელი მოვლენებისა“ და უხვი ნალექის მიზეზით, ერთი თვით გახანგრძლივდა. თბილისის მერიასა და კომპანია „სმარტ სოლუშენსს“ შორის 30 ოქტომბერს ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, 23 ივლისს გაფორმებული 100-დღიანი კონტრაქტი, რომელიც 1-ელ ნოემბერს უნდა დასრულებულიყო, 130 კალენდარულ დღემდე გაიზარდა და ახალი ვადა 30 ნოემბრამდე განისაზღვრა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად ოფიციალური კონტრაქტის გახანგრძლივებისა, უწყება სამუშაოების დასრულების ვადად თავიდანვე ნოემბრის ბოლოს უთითებდა.

"როდესაც ჩვენ გამოვაცხადეთ ტენდერი, გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელშიც 100 დღის ვადა იყო გათვალისწინებული, თუმცა როგორც იცით, პირველად სამუშაოებს ატარებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რადგან მიწის ქვემოთ არსებული ამორტიზებული ქსელი მათი გასაკეთებელი იყო... როდესაც მათი სამუშაოები სრულდება, ტერიტორიაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია შედის. ეს იყო უბრალოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილება“, - განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, “ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების ვადა გადაეწია და ოქტომბრის ბოლოს ვეღარ დასრულდა გამზირის რეაბილიტაცია, თუმცა ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან პროექტის დასაწყისშივე იყო აღნიშნული, რომ გამზირის რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს უნდა დამთავრებულიყო”.

მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანიც ამტკიცებს, რომ ობიექტზე 10-მდე სხვადასხვა კომპანია მუშაობს და ცალკეულ ხელშეკრულებებში შეტანილი ცვლილებები „ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია“, რაც საბოლოო ვადაზე არ აისახება.

„არცერთ ჩვენს ოფიციალურ კომენტარში არასდროს თქმულა, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდებოდა. ყოველთვის ვამბობდით, რომ რეაბილიტაცია დასრულდება ნოემბერში. ის პირობა, რაც მოსახლეობას თავიდანვე მივეცით, ძალაშია“, - აღნიშნა ბენდელიანმა.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას „სმარტ სოლუშენსი“ სამუშაოების წარმოების პირობების დარღვევისთვის არაერთხელ დაჯარიმდა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევები, მათ შორის, კონტრაქტით გათვალისწინებული 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის შეუსრულებლობას უკავშირდებოდა.

„სმარტ სოლუშენსი“ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის სამივე ლოტზე მუშაობს. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტების ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 19.8 მილიონ ლარს შეადგენს. პარალელურად, გამზირზე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და გაზმომარაგების ქსელების განახლების სამუშაოებიც მიმდინარეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლემ მისი პროცესი დახურა

ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლემ მისი პროცესი დახურა

BM.GE

მიკრო/მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო - ვის შეეძლება მონაწილეობა?

მიკრო/მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო - ვის შეეძლება მონაწილეობა?

BM.GE

რუსეთმა ნავთობქიმიური პროდუქციის ექსპორტი 3 თვით აკრძალა

რუსეთმა ნავთობქიმიური პროდუქციის ექსპორტი 3 თვით აკრძალა

BM.GE