მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგვისტოში, საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა - ასოციაციის შეფასება
აგვისტოში, საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა - ასოციაციის შეფასება

აგვისტოში, საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტი შემცირდა - ასოციაციის შეფასება

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 00:20|bm.ge

საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტი მცირდება. საქსტატის მონაცემებით, ამ მიმართულებას უკვე კლების ტრენდი აქვს - თუ მაისი-ივნისი-ივლისის განმავლობაში, ირანში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 30-45 მლნ დოლარის ფარგლებში მერყეობდა, უკვე აგვისტოში, ეს მაჩვენებელი 10 მლნ დოლარამდეა შემცირებული.

ავტოიმპორტიორების განცხადებით, ეს ბაზარიც ფაქტობრივად, მილევად რეჟიმშია, რადგან საქართველოდან გარკვეულწილად, შეიზღუდა ამ ქვეყანაში ავტომობილების გაყვანა.

„ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ ირანის ბაზარი არ არის სტაბილური. გრძელვადიან პერიოდში, ეს რისკიანი იქნება დილერებისთვის. ამის შესახებ ვაფრთხილებდით, იმიტომ რომ ვხედავდით რისკებს, რომ ეს ბაზარი უახლოეს მომავალში ჩაკეტილიყო.

ავტომობილების გაყვანასთან დაკავშირებით, დავუკავშირდით მომსახურების სააგენტოს და ასეთი პასუხი გაგვცეს, რომ ოფიციალურად გაყვანა შეზღუდული არ არის, თუმცა, ნებისმიერი ავტომობილი გაივლის ინდივიდუალურ შემოწმებას ადგილზე, რეექსპორტის დოკუმენტის გაფორმებისას.

მაგრამ კრიტერიუმებს ვერ გვეუბნებიან - რა კრიტერიუმებით გაივლის, რას უნდა აკმაყოფილებდეს, რომელი ავტომობილი დააკმაყოფილებს და რომელი არ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს. ამიტომ რისკად არ ღირს, რომ გრძელვადიანი პერიოდის გათვლები გაკეთდეს ამ ბაზართან დაკავშირებით.

ალბათ, არასასურველია, თუ საქართველო მიიქცევს ამერიკის შეერთებული შტატების ყურადღებას - როგორც ირანის მიმართულებით რეექსპორტიორი ქვეყნის. თუ ამ მხრივ ყურადღება მივიქციეთ, არ არის გამორიცხული, მერე სანქციებიც იყოს. თუ საერთოდ ჩაიკეტა ამერიკის ავტომობილების ბაზარი ჩვენთვის, რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით“ - აცხადებს „ავტოიმპორტიორთა და ავტომფლობელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე BMG-სთან.

ამ დროისთვის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის ბაზრების სტრუქტურა ასე გამოიყურება: პირველ ადგილზეა ყირგიზეთი $551 მლნ-ით, შემდეგია ყაზახეთი $298 მლნ-ით, ხოლო მესამე ადგილს ირანი იკავებს $129 მლნ-ით. ეს ქვეყანა ავტომობილების საექსპორტო ბაზრებს შორის წელს გამოჩნდა და სწრაფად გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით, წელს, 8 თვეში ირანში ავტომობილების რეექსპორტი 46 ათასჯერ არის გაზრდილი და 129 მლნ დოლარს შეადგენს. თუმცა, აგვისტოში, ავტომობილების რეექსპორტი 10 მლნ დოლარამდეა შემცირებული. წელს, ირანში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის დინამიკა ასეთია:

იანვარი $1.1 მლნ

თებერვალი $2.7 მლნ

მარტი $1.2 მლნ

აპრილი $8.5 მლნ

მაისი $30. 7 მლნ

ივნისი $45 მლნ

ივლისი $30 მლნ

აგვისტო $10.2 მლნ

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • ნავთობის ფასები მკვეთრად ეცემა - ბარელის ფასის თითქმის 10 დოლარით შემცირება რეკორდული ვარდნაა, ხალხი მიიჩნევს, რომ ირანთან ომი არ იქნება - დონალდ ტრამპირუსთავი 2
  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →შეფასება →

მსგავსი სტატიები

რუსული დარტყმების გამო კიევში წყალმომარაგების მასშტაბური შეფერხებაა

რუსული დარტყმების გამო კიევში წყალმომარაგების მასშტაბური შეფერხებაა

BM.GE

"სულ რომ ეკონომიკური სასწაული მოხდეს, ეს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრობლემებს ვერ ჩაანაცვლებს" - ზაზა შენგელია EU-ის გაფართოების ანგარიშზე

"სულ რომ ეკონომიკური სასწაული მოხდეს, ეს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრობლემებს ვერ ჩაანაცვლებს" - ზაზა შენგელია EU-ის გაფართოების ანგარიშზე

BM.GE

Microsoft-მა Nscale-თან ერთად ტეხასის მონაცემთა ცენტრის გაფართოებაზე უარი თქვა

Microsoft-მა Nscale-თან ერთად ტეხასის მონაცემთა ცენტრის გაფართოებაზე უარი თქვა

BM.GE

სექტემბერში სასტუმროში განთავსება საშუალოდ ₾130-დან ₾546-მდე ღირდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მაღალი ფასი?

სექტემბერში სასტუმროში განთავსება საშუალოდ ₾130-დან ₾546-მდე ღირდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მაღალი ფასი?

BM.GE