მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Microsoft-მა Nscale-თან ერთად ტეხასის მონაცემთა ცენტრის გაფართოებაზე უარი თქვა
Microsoft-მა Nscale-თან ერთად ტეხასის მონაცემთა ცენტრის გაფართოებაზე უარი თქვა

Microsoft-მა Nscale-თან ერთად ტეხასის მონაცემთა ცენტრის გაფართოებაზე უარი თქვა

BM.GE6 ნოემბერი, 2026, 01:48|bm.ge

Microsoft-მა ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის პროვაიდერ Nscale-თან ტეხასის მონაცემთა ცენტრის გაფართოების ოფციონი არ გამოიყენა და გამოთვლითი სიმძლავრეების დამატებით იჯარაზე უარი თქვა.

Financial Times-ის ინფორმაციით, გარიგების შესაძლო გაფართოება ბრიტანული კომპანიისთვის ათობით მილიარდი დოლარის შემოსავალს ითვალისწინებდა.

Reuters-ის წყაროს ცნობით, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, Nscale-ის მიერ IPO-ზე განაცხადის შეტანამდე მიიღო, მხარეებს შორის უკვე მოქმედი კონტრაქტი კი სრულად ძალაში რჩება. შესაბამისად, შტატებში ჩატარებულ არჩევნებს და ტეხასში დემოკრატიული პარტიის გამარჯვებას Microsoft-ის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ ჰქონია.

ინფორმაციისთვის, საფონდო ბირჟაზე წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აპრილამდე Nscale-მა Microsoft-თან 2033 წლის დეკემბრამდე გათვლილი, $43.8 მილიარდამდე ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ Microsoft-მა Nscale-ის კიდევ ერთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ ინიციატივაზე უარი თქვა. კერძოდ, ტექნოლოგიურმა გიგანტმა ბრიტანეთის ესექსის საგრაფოში დაგეგმილი მონაცემთა ცენტრის პროექტი ელექტროქსელთან მიერთების შეფერხებისა და ვადების 2030-იან წლებამდე გადაწევის გამო დატოვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 44 სტატია.

  • აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენრუსთავი 2
  • სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ათობით მოზარდს შორის ჩხუბი მოხდანეტგაზეთი
  • პოლონეთში Patriot-ის რაკეტების ტექნიკური მომსახურების ახალი ცენტრი გაიხსნებაფორმულა
  • მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდებატვ პირველი
ცენტრში →

მსგავსი სტატიები

რუსული დარტყმების გამო კიევში წყალმომარაგების მასშტაბური შეფერხებაა

რუსული დარტყმების გამო კიევში წყალმომარაგების მასშტაბური შეფერხებაა

BM.GE

"სულ რომ ეკონომიკური სასწაული მოხდეს, ეს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრობლემებს ვერ ჩაანაცვლებს" - ზაზა შენგელია EU-ის გაფართოების ანგარიშზე

"სულ რომ ეკონომიკური სასწაული მოხდეს, ეს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრობლემებს ვერ ჩაანაცვლებს" - ზაზა შენგელია EU-ის გაფართოების ანგარიშზე

BM.GE

სექტემბერში სასტუმროში განთავსება საშუალოდ ₾130-დან ₾546-მდე ღირდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მაღალი ფასი?

სექტემბერში სასტუმროში განთავსება საშუალოდ ₾130-დან ₾546-მდე ღირდა | რომელ რეგიონშია ყველაზე მაღალი ფასი?

BM.GE

აჭარაში მეღვინეობა „ჩხაველმა“ წლევანდელი მოსავლის 40% დაკარგა - რა გავლენა იქონია უხვმა ნალექმა წარმოებაზე

აჭარაში მეღვინეობა „ჩხაველმა“ წლევანდელი მოსავლის 40% დაკარგა - რა გავლენა იქონია უხვმა ნალექმა წარმოებაზე

BM.GE