მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგვისტოში საქართველოში სასტუმროები 7%-ით გაძვირდა - PMC
აგვისტოში საქართველოში სასტუმროები 7%-ით გაძვირდა - PMC

აგვისტოში საქართველოში სასტუმროები 7%-ით გაძვირდა - PMC

BM.GE30 სექტემბერი, 2026, 17:09|bm.ge

PMC-ის კვლევის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი ივლისთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში კი 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით, სასტუმროების ფასების ინდექსის 7%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

რეგიონების მიხედვით, წლიურად ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა იმერეთში (15%), რაჭასა (13%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (12.8%).

2026 წლის აგვისტოში საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასები კატეგორიების ასე გადანაწილდა:

• საოჯახო ტიპის სასტუმროები - 134 ლარი; • 3-ვარსკვლავიანი სასტუმროები - 203 ლარი; • 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები - 298 ლარი; • 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები - 598 ლარი;

5-ვარსკვლავიანი სასტუმროების სეგმენტში ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა გურიაში [1081 ლარი], კახეთში [684 ლარი] და თბილისში [668 ლარი].

PMC-ის კვლევა ეფუძნება Booking.com-ზე რეგისტრირებული 568 3-4-5-ვარსკვლავიანი და 371 საოჯახო ტიპის სასტუმროს სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასების ანალიზს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი ამჯერადაც არ გაიყიდა - აუქციონები არ შედგა

BM.GE

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

ელექტრომობილი საჭისა და პედლების გარეშე - რა ეღირება Tesla-ს Cybercab?

BM.GE

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

შუა დერეფანი, შავი ზღვის კაბელი და მონაცემთა ინფრასტრუქტურა - ბრიტანეთის ელჩის ხედვა

BM.GE

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

ვაჭრობამ $2.5 მილიარდს გადააჭარბა | როგორია საქართველო-თურქეთის ეკონომიკური კავშირები?

BM.GE