მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აგვისტოში შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შემოწმებები გაააქტიურა - დავით პაპიაშვილი
აგვისტოში შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შემოწმებები გაააქტიურა - დავით პაპიაშვილი

აგვისტოში შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო შემოწმებები გაააქტიურა - დავით პაპიაშვილი

BM.GE31 აგვისტო, 2026, 21:10|bm.ge

აგვისტოში შემოსავლების სამსახურის მხრიდან საგადასახადო შემოწმებებისა და დეკლარაციების კონტროლის მიმართულებით უჩვეულოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აგვისტოში ჩვეულებრივზე მეტი საგადასახადო შემოწმება დაინიშნა და კომპანიების ნაწილმა შემოწმების პროცესში ჩართვის მომსახურებისთვის საკონსულტაციო კომპანიებს მიმართა.

„ეს წელი მართლაც მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა უჩვეულო გამოდგა იმ კუთხით, რომ შემოსავლების სამსახური, ჩემი აზრით, ბოლო წლების განმავლობაში პირველად ძალიან მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა.

ყოველი წლის აგვისტოს თვეში, როგორც წესი, თავადაც ისვენებენ ხოლმე, ანუ ახალი შემოწმებები იმ მასშტაბით და იმ დოზით არ ინიშნებოდა ხოლმე... მაგრამ ეს წელი გამოდგა უჩვეულოდ აქტიური, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემოწმება დაინიშნა“, - აღნიშნა დავით პაპიაშვილმა.

დავით პაპიაშვილის განცხადებით, გაიზარდა ასევე დეკლარაციების კონტროლის მიმართულებით გადასახადის გადამხდელებთან კომუნიკაცია. მისი თქმით, თავად პრაქტიკა, როდესაც შემოსავლების სამსახური შემოწმების დანიშვნის გარეშე მიუთითებს შესაძლო შეცდომაზე, დადებითია, თუმცა ყველა შემთხვევა ერთნაირად დასაბუთებული არ ყოფილა.

„შემოწმების დანიშვნის გარეშე როცა გადამხდელს მოუწოდებენ, რომ აი ეს შეცდომაა და გაასწორეო, ამ დროს გადამხდელი 50%-იან ჯარიმას გადარჩება, ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა პაპიაშვილმა.

თუმცა მისივე თქმით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კომპანიებს ისეთი ოპერაციების დაბეგვრისკენ მოუწოდებდნენ, რომლებიც, მისი შეფასებით, აშკარად დასაბეგრი არ იყო.

„ბევრი იყო ისეთი შემთხვევა, როცა ბიზნესს ეუბნებოდნენ, რომ აი ეს დაბეგრე, ეს დეკლარაცია დააზუსტე და შემოწმება არ დაინიშნებაო“, - აღნიშნა მან.

დავით პაპიაშვილს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა გახდა შემოსავლების სამსახურის გააქტიურების მიზეზი. მისი ვარაუდით, ეს შესაძლოა უწყებაში ხელმძღვანელობის ცვლილებას ან შიდა მიდგომების ცვლილებას უკავშირდებოდეს.

"შეიძლება ეს უკავშირდებოდეს, მათ შორის, ხელმძღვანელობის ცვლილებას... შეიძლება უკავშირდებოდეს შიდა მიდგომებს“, - თქვა მან.

რაც შეეხება 1-ელი სექტემბრიდან ბიზნესისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, პაპიაშვილის თქმით, კონკრეტულად ამ თარიღიდან მნიშვნელოვანი ახალი რეგულაცია არ ამოქმედებულა. თუმცა მისი შეფასებით, კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებების, არამედ საგადასახადო ადმინისტრირების მიდგომების ცვლილების მონიტორინგიც.

„შეიძლება კანონი არ შეიცვალოს, მაგრამ შემოსავლების სამსახურმა გაააქტიუროს რაღაც თემა და მერე მასობრივად მოხდეს კომპანიებისთვის რაღაცა, ან დარეკვები, რომ „აი, ეს დაბეგრე“, ან შემოწმება და თანხების დარიცხვა“, — განაცხადა პაპიაშვილმა.

ინტერვიუში მან ასევე ისაუბრა ფიზიკური პირებისთვის გამარტივებული ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონულად წარმოების შესაძლებლობაზე და კაპიტალის შემცირებისას პარტნიორის მიერ ქონების გამოტანის დაბეგვრის საკითხზე.

ბოლო საკითხთან დაკავშირებით პაპიაშვილმა განაცხადა, რომ ახალი საჯარო გადაწყვეტილებით დაუბეგრავი თანხის გამოტანის ზღვარი ქონების თვითღირებულებას დაუკავშირდა, რასაც ის რისკის შემცველ მიდგომად მიიჩნევს.

შემოსავლების სამსახური კომპანიების საგადასახადო შემოწმებების გააქტიურებაზე Kreston Georgia-ს განცხადებას პასუხობს

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რაზე ისაუბრა G20-ის სამიტზე სკოტ ბესენტმა?

რაზე ისაუბრა G20-ის სამიტზე სკოტ ბესენტმა?

BM.GE

საქართველოში 159,000 ავტომობილია დაზღვეული - მოსახლეობამ ამ სერვისში ₾172 მილიონი გადაიხადა

საქართველოში 159,000 ავტომობილია დაზღვეული - მოსახლეობამ ამ სერვისში ₾172 მილიონი გადაიხადა

BM.GE

ხორბალი, შაქარი, კაკაო, სიმინდი – რატომ ძვირდება ყველაფერი?

ხორბალი, შაქარი, კაკაო, სიმინდი – რატომ ძვირდება ყველაფერი?

BM.GE

ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის კუთხით ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის კუთხით ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

BM.GE